ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება არ გააჩნია, ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე

„ზოგადად, მათი იდეოლოგია არის საბჭოური და რუსული. ის ბელადომანია, რაც ამ ჯგუფებს სჭირთ და ეს დამოკიდებულება კულტისადმი და ბელადისადმი, ეს არის საბჭოთა რუსული მოდელი. ის, რაც არის სრულიად მიუღებელი“, - ასე მოიხსენიებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ ერთ - ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი.
მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე თავისივე ნებით თქვა უარი, შესაბამისად, მას სამართლებრივად არანაირი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება არ გააჩნია.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია რადიკალიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს.
„მიხეილ სააკაშვილმა გაბედა და ახალი დანაშაული ჩაიდინა, საზღვრის უკანონო კვეთა არის დანაშაული და კიდევ თავს უფლებას აძლევს, ულტიმატუმებით ესაუბრება ვინმეს. ის საერთოდ არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.
ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე თავისივე ნებით თქვა უარი, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება სამართლებრივად არ გააჩნია, ამიტომ ულტიმატუმებით საუბარი ვისთანაც გასვლია, მხოლოდ იმას ესაუბროს.
მათ შეუძლიათ, შექმნან ნებისმიერი ჯგუფები, ასეთი საინიციატივო ჯგუფები და ა.შ. ეს არის საბჭოთა მეთოდი, რა სტილითაც ისინი მოქმედებენ. ზოგადად, მათი იდეოლოგია არის საბჭოური და რუსული. ის ბელადომანია, რაც ამ ჯგუფებს სჭირთ და ეს დამოკიდებულება კულტისადმი და ბელადისადმი, ეს არის საბჭოთა რუსული მოდელი.
ის, რაც არის სრულიად მიუღებელი. რაც არ უნდა შექმნან, მათ ამის სრული უფლება აქვთ შეიკრიბონ და პოზიცია გამოხატონ, თუმცა დღეს საქართველოში კანონი კანონობს და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად აბსოლუტურად ყველას, მათ შორის სააკაშვილსაც მოეთხოვება პასუხი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მსგავსი თემები:
1745949742
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშზე: საქმეებია, რომლებიც პირდაპირ რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის ამოტრიალებას ისახავდა მიზნად
საქმეებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად, - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...
1745946291
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე სუსის ანგარიშზე: ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები
„ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებ...
1745944517
ახალი ამბებიპარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003...
1745942528
ახალი ამბებინიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმა...
1745941036
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის
„მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე ა...