"არ იფიქროთ, ხვალ რომ გამოვიდეს ეკლესია და თქვას, - აბა ახლა რიგში ჩავდგეთ და ავიცრათო, რომ წავლენ და აიცრებიან" - ანდრია ჯაღმაიძე

"ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას, ვერ მოვთხოვთ, რომ ვიღაცას აცრა დააძალოს", - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"რას ვთხოვთ ეკლესიას? - ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას, ვერ მოვთხოვთ, რომ ვიღაცას აცრა დააძალოს.

ვხედავთ, რომ ეკლესიაში განსხვავებული მოსაზრებებია.

არიან მოძღვრები, რომლებიც მკაფიოდ მოუწოდებენ ადამიანებს აცრისაკენ და პირიქით, ზოგის ლოგიკა და ანალიზი სხვა მონაცემებს ეყრდნობა.

ეკლესიას ასეთ საკითხებზე, იმპერატიული ან თუნდაც შიდა ბრძანების გაცემის პრაქტიკა არ აქვს.

არ იფიქროთ, ხვალ რომ გამოვიდეს ეკლესია და თქვას, - აბა ახლა რიგში ჩავდგეთ და ავიცრათო, რომ წავლენ და აიცრებიან.

ინფორმაციული ველი ძალიან ჭრელია, ამ ვაქცინის შესახებაც ინფორმაცია ძალიან ხშირად იცვლება და ზოგჯერ ერთმანეთსაც ეწინააღმდეგება გამაფრთხილებელი რიგი ნორმები.

ამიტომ, არის სკეპტიციზმი და ხალხი საპირისპიროდაც ფიქრობს.

ეკლესია არავის აუკრძალავს ზიარებას იმის გამო რომ აცრილია, ან პირბადის ტარების გამო რაღაც შენიშვნას მისცემს,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

სხვა სიახლეები:

🔲 "აპენდიციტის ამოსაჭრელად ბანკის იპოთეკურ სესხს იღებდა ხალხი, ინსულტის გამო, სასწრაფო წესით, ჩალის ფასად სახლებს ყიდდნენ, რადგან კომაში მყოფი აპარატიდან არ გაეთიშათ, გახსოვთ?!" - ამირან სალუქვაძე

🔲 "ბავშვი სახლში მივიდა, კარზე დააკაკუნა და ხმა არავინ გასცა" - ვაზიანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791977521

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე

„როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ“...

ირაკლი ქადაგიშვილ

1791976016

საზოგადოება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა. ALDE-ს მიერ...

პოლიტიკოსი

1791975355

საზოგადოება

თორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით

თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტები...

თორნიკე ფაღავა

1791973819

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბ...

შალვა პაპუაშვილი

1791972726

საზოგადოება

შიო მესამე: ჩვენს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს

მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს...

შიო მესამე, პატრიარქი