გიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რაღა უნდა გააკეთოს პარტიზანულმა არმიამ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოში ვაღიაროთ ასეთი დაჯგუფება, როგორც საფრთხის შემცველი
არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები. ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რომელიც ეფუძნება რაღაც მიზეზს, რომ თურმე პროევროპული კურსი შეიცვალა სახელმწიფომ, რისი ნიშნებიც არ არის, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. რაღა უნდა გააკეთოს ადამიანთან ჯგუფმა თუ პარტიზანულმა არმიამ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოში ვაღიაროთ ასეთი დაჯგუფება, როგორც საფრთხის შემცველი და აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე, რომლის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს დაიწყებს.
როგორც გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, საუბარია იმ დაჯგუფებებზე, რომლებიც გარე დავალებებს ასრულებენ და გარე დაფინანსებებით მოქმედებენ საქართველოში და ცდილობენ დესტაბილიზაციის მოწყობას.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ერთმანეთს დააკავშიროს სარჩელის განხილვა დაკაიაკალასის განცხადება, რომ საქართველოს საკითხის სიღრმისეული განხილვა იანვარში გაიმართება, ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, ერთმანეთთან დაკავშირებული არის ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელიც რადიკალებს საქართველოში აქვთ და გარე ძალების სურვილები და მიზნები.
„ეს პირდაპირ არის გადაბმული იმ იდეოლოგიასთან, იმ სტრატეგიასთან, იმ ამოცანასთან, რომელიც გააჩნიათ კონკრეტულ შემკვეთებს, რაშიც უზარმაზარი ფული იხარჯება. დღეს, რაც გვესმის - ვენეციის კომისიის განცხადება გამოქვეყნდა, ბრიუსელის განცხადებებია, კაია კალასი იმუქრება და მუშტებს აბრახუნებს, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა დაატეხოს თავს რისხვა. ამის გარდა რაიმე შინაარსობრივად გამაგრებული, არგუმენტირებული პოზიცია თუ გაგვიგია ვინმეს - გვითხრას.
გვეუბნებიან უნდა დაიღვაროს სისხლი, სისხლის ღვრის მერეუნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და ამ მოსულმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მარიონეტის როლი განცხადებული ამოცანის შესასრულებლად, რომ ჩაერთოს გლობალურ დაპირისპირებაში. სხვა არაფერი არგუმენტი არ არის. დაინგრეს ეს ქვეყანა და როდესაც დაიწყება ჯერ მოუკლავი დათვის ტყავის გადანაწილება, უნდა იქ იყოს საქართველოც და ვიღაც პიროვნებები, რომლებიც თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
1791977521
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე
„როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ“...
1791976016
საზოგადოებაზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა. ALDE-ს მიერ...
1791975355
საზოგადოებათორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით
თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტები...
1791973819
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე
ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბ...
1791972726
საზოგადოებაშიო მესამე: ჩვენს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს
მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს...



























