არაგვის ხიდზე სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამით ცალ ზოლზე გადაერთვება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობითვე, აღდგენითი სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, ბეტონის სრულად გამაგრებას გარკვეული დრო სჭირდება.
„აღნიშნული მიზეზით, სამუშაოების პერიოდში, 10 დღის განმავლობაში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 23:00 საათიდან 07:00 საათამდე მხოლოდ ერთ ზოლზე განხორციელდება, ხოლო დანარჩენ დროს ტრანსპორტის გადაადგილება ორ ზოლში გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არსებული ხიდის პარალელურად მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.
არსებული ხიდი 1973 წელს აშენდა და მის სავალ ნაწილზე პერიოდულად გამოვლენილი დაზიანებების აღდგენითი სამუშაოები მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ხდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
1752857070
საქართველომარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგე...
1752856354
საზოგადოებაწულუკიანი: ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20-პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი - წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი დღესაც ცოცხალია. შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე
ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20-პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი - წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც. დღეს შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე, - წერ...
1752855569
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არ იტყვით ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო - საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას
თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთ...
1752853878
საზოგადოებამთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფ...
1752850794
მსოფლიომერცი: ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში აღარ არის მისაღები
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში და განაცხადა, რომ ეს აღარ არის მისაღები. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. გერმანიის მთავრობა ცეცხლის...