მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების“ შესაბამისად იმოქმედებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1752855569
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არ იტყვით ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო - საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას
თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთ...
1752851988
საზოგადოებაარაგვის ხიდზე სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამით ცალ ზოლზე გადაერთვება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა,...
1752850794
მსოფლიომერცი: ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში აღარ არის მისაღები
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში და განაცხადა, რომ ეს აღარ არის მისაღები. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. გერმანიის მთავრობა ცეცხლის...
1752850053
საზოგადოებამაჭარაშვილი: ჩვენ კონკრეტული კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ და იმიტომ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. არსად ეწერა, რომ ვიზალიბერალიზაციას გააუქმებენ თუ საქართველოში კაცებს არ გაათხოვებენ და მეორე ფრონტს არ დაიწყებენ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარას მედიასთან ეხმიანება. „ასე მწვავედ აყენებენ საკითხს - თუ საქართველოში კაცებს არ...
1752850018
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის...