არახამია: კარგი ამბავი მაქვს, მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოეს სანქციების პაკეტში განიხილება სანქციების საკითხი საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ

"კარგი ამბავი მაქვს, მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოეს სანქციების პაკეტში განიხილება სანქციების საკითხი საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. პირველ რიგში მინდა, საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი ბუნებრივია, არ დაზარალდება, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას", – ამის შესახებ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა, შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია, არის პრობლემა, როგორ მოხდეს მისგან გათავისუფლება ან მისი მინიმიზაცია.

ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლობის მიერ, პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები.

ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს.

საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან.

ველოდებით ახალ ამბებს.

თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან“, – განაცხადა არახამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100% აღდგა - რეისები კი 21%-ით გაიზარდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751906688

საზოგადოება

ლალი აფციაური ალექსი ახვლედიანის მდგომარეობაზე: ვერ დაველაპარაკე, უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს, კითხვაც ვერ დავუსვი

 ადამიანს ვერ დაველაპარაკე, უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს, კითხვაც ვერ დავუსვი, - განაცხადა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა. „უბრალოდ მოვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავეცა...

ლალი აფციაურ

1751904719

ახალი ამბები

2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

 2025 წლის ივნისის მდგომარეობითსაქართველოს საერთაშორისო სავალუტორეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდადა 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნისმაკროეკონომიკური სტა...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1751902100

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სანქცირებულია ამერიკის წინა ხელისუფლების მიერ და ბუნებრივია სანამ ეს არასამართლიანი სანქციები ძალაშია, ნებისმიერი საუბარი იქნებოდა პირდაპირ შანტაჟის მცდელობა

 ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის, მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება....

ლევან მახაშვილი

1751900575

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 მემორანდუმი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. „დოკუმენტს აფხაზეთის ა/რ განა...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკ

1751899643

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა

 არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა. ვერსად ვერ ვნახავთ ჩვენ ასეთ ჩანაწერს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომ...

გიორგი კალანდარიშვილ