მიხეილ სარჯველაძე: ყველას, ვისაც აქვს სურვილი განთავისუფლდეს მძიმე ტვირთისგან, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, სახელმწიფო მხარში დაუდგება

„ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემაში არსებული ნაკლოვანებები, მაგალითად ჭარბი დოზების არსებობა და ა.შ. დღეს სრულად დაზღვეულია - ეს პრაქტიკა მთლიანად აღმოფხვრილია და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ჩანაცვლებითი თერაპიის რეფორმის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა გრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება, ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და პაციენტის განკურნებისთვის საჭირო და აუცილებელ სერვისებს განვითარებას დაეთმობა.

„მომდევნო ფაზები გვაქვს წინ, აუცილებლად უნდა დავანგრიოთ მითი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა. სამწუხაროდ, სისტემა ფუნქციონირებდა ამგვარად, რომ ზიანის შემცირებაში, ნარკომანიასთან ბრძოლაში მოიაზრებოდა ის, რომ ნარკომანს არ ჰქონდა რთულად საძებარი ნარკოტიკული საშუალება, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და სამწუხაროდ, არაერთ სპეციალისტს ნახავთ, რომელიც ამ მსოფლმხედველობას ამკვიდრებდა, იზიარებდა ან ასე აწყობდა. ეს მითი საბოლოოდ უნდა დაინგრეს. ყველას, ვისაც აქვს მზადყოფნა და სურვილი, რომ რაღაცნაირად განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთისგან რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, მას სახელმწიფო მხარში დაუდგება. ვისაც ასეთი სურვილი ჯერ არ აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავუჩინოთ. მთავარია, რომ ნარკომანიის ტვირთი, ზიანი საზოგადოებისთვის ნარკომანიით გამოწვეული იყოს დღითი დღე კლებადი”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით დაინერგება შედეგზე ორიენტირებული, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მხარდაჭერის სერვისები.

მინისტრმა ფსიქოტროპული პრეპარატების სფეროში გატარებული რეფორმაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ცვლილებებმა გარდა სხვა მნიშვნელოვანი მანკიერებებისა, წამლებზე არარეალურად დიდი ფასნამატი გამოავლინა.

„იყო მავნე პრაქტიკა და კომერციული ინტერესი, რომ რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო მოხმარება და დამოკიდებულება. რაც სისტემა ამ წნეხისგან განთავისუფლდა გვაქვს ძალიან საინტერესო მოცემულობა, ერთის მხრივ, ფასების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, აქტიური კონტროლი. ჩვენ განვახორციელეთ შემოწმებების რამდენიმე ფაზა. მოგეხსენებათ, რომ ყველას არ აქვს ამ რეცეპტების გამოწერის უფლება და ვისაც აქვს მათი კონტროლი არის მნიშვნელოვანი ამოცანა. კონტროლის ფაზების დროს, გამოვლინდა ძალიან ბევრი ნაკლოვანება, მათ შორის, მაგალითად ზედმეტად, არარელევანტურად დანიშნული რაოდენობა და დოზები. ამას, რა თქმა უნდა მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. არის პრაქტიკა, როდესაც მაგალითად ფიზიკურად, პაციენტის მისვლის გარეშე ხდებოდა მედიკამენტის გამოწერა და სხვა. ყველა ამ პრაქტიკას მოსდევს შესაბამისი რეაგირება. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდო რომ მაქსიმალურად ფრთხილები იყვნენ, როდესაც ასეთი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრობა ამას სახელმწიფო - ეს არის სფერო, სადაც გამართლებულია იყოს უმკაცრესი კონტროლი”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატების ქვეყანაში იმპორტს, დღეს მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს. ცვლილებები კი სექტორთან თანამშრომლობით, რბილად და უმტკივნეულოდ განხორციელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766177429

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

 თუკი, ამ დრომდე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 1 400 000 000 ლარს მოიცავდა, მისი დაფინანსება დაახლოებით 100 000 000 ლარით იზრდება და მომდევნო წელს, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება...

მიხეილ სარჯველაძე

1766173078

მსოფლიო

პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ - არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი ომი

 უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უკრაინელ კოლეგას, ანრეი სიბიგას მიმართავს, რომელმაც ვიქტორ ორბანს „ევროპაში რუსეთის ყველაზე ძვირფასი გაყინული აქტივი“ უწოდა. სიიარტო, უკრაინის საგარეო...

პიტერ სიიარტ

1766172322

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ეს ყველასთვის უნდა იყოს ისტორიის გაკვეთილი, რომ ლამაზ სიტყვებს არავინ ენდოს

 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ნატოში უკრაინის გაწევრიანების შანსის არარსებობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადება აფასებს. „ყველასთ...

ლევან მახაშვილი:

1766169311

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება ყოფილიყო დაცული - საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ნამდვილად დაგვეხმარება

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოქვეყნებული, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტ...

ნინო წილოსან

1766167874

საზოგადოება

კახა კალაძე: „ფერარის“ შემოსვლა საქართველოში შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს

 დღევანდელი ღონისძიება არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს - სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად ამ მასშტაბისა და სიდიდის ბრენდები შემოდიან საქართველოში, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კ...

კახა კალაძე