„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ უვიზო მიმოსვლას რაიმე კითხვის ნიშანი დაესვას. რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არადემოკრატიულია“ - კაია კალასის წერილის მთავარმა ადრესატმა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს წერილის მთავარი ადრესატი. კაია კალასის ავტორობით მომზადებულ 8-პუნქტიან დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს „ქრონიკა“ ესაუბრა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, არსებობს სურვილი, რომ უვიზო რეჟიმი ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად აქციონ. მისივე თქმით, ის რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არანაირ ფასეულობასთან არ არის თანხვედრაში.

„ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გამოიყენეს კანდიდატის სტატუსის საკითხი როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლისთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოების დასჯისთვის. ფაქტობრივად ეს დამუქრებაა ქართული საზოგადოებისადმი. ერთი რამ არის ცხადი: არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს, რომ უვიზო მიმოსვლას რაიმე კითხვის ნიშანი დაესვას. ჩვენ ამ საკითხზე არაერთი ნაბიჯი გადავდგით იმისათვის, რომ ევროკავშირის მხარეს საქართველოდან არანაირი პრობლემა არ ჰქონოდა, რაც საფრთხეს შექმნიდა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლისთვის. მათ შორის, ჩვენ გავყევით ისეთ საკითხებზე როგორიც იყო ჩვენივე საზღვარზე კონტროლის განხორციელება, რომელსაც მათ შორის „ფრონტექსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ და იმისათვის რომ პრევენცია მოგვეხდინა არალეგალური მიგრაციის.

ჩვენ რეალურად ვიხილეთ უპრეცედენტო ჩარევის მცდელობები საქართველოს არჩევნებში, რეალურად იყვნენ პოლიტიკოსები ევროპული ქვეყნებიდან, რომლებიც ისევე როგორც ქართველი პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში, ზუსტად იგივე დოზით იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში. ის შედეგი ვერ დადგა რაც მათ სურდათ, ქართველმა ხალმა გააკეთა ის არჩევანი, რაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას. ეს არჩევანი იყო გარკვეული ძალებისთვის მიუღებელი და ახლა ეს გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ სხვა მექანიზმები აამოქმედონ იმისათვის, რომ უფრო მეტად მოახდინონ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. არის გარკვეული მცდელობები იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ჩართული სწორედ იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანას არასტაბილურობას მოუტანს და ექნება დამანგრეველი შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის. არაერთხელ მოვისმინეთ ევროპელი დეპუტატების მხრიდან, რომ ის, რასაც არ აკეთებს „ქართული ოცნება“, შეიძლებოდა გაეკეთებინა სხვა ძალას; იყო აპელირება მაშინ მიხეილ სააკაშვილზე, ის რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753204872

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1753202343

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...

მაკა ბოჭორიშვილი

1753200389

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ს...

ირაკლი კობახიძე

1753197950

ახალი ამბები

„სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეტროში ერთ-ერთი მგზავრი ჩახტა და გვირაბში გაიქცა

მეტროს საბურთალოს ხაზზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. არსებული ცნობით, ერთ-ერთი მგზავრი ლიანდაგებში ჩახტა და „ვაჟა-ფშაველას“ მიმართულებით გვირაბში გაიქცა. სატრანსპორტო კომ...

აა

1753197006

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია განხორციელებული რეგიონული პროექტები, რომელთა მნიშვნელობა იზრდება შუა დერეფნის კონტექსტში

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სწორედ საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია უმნიშვნელოვანესი რეგიონული პროექტები, რომლის განხორციელებაც ჩვენ ბოლო ათწლეულების მანძილზე შევძელით და დღეს მათი მნი...

მაკა ბოჭორიშვილი