"არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც" - ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

მან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ციხეში 20 კილოგრამი აქვს დაკლებული.

მისი თქმით,  უკრაინის პოზიციაა სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს, მაგრამ ბევრია დამოკიდებულები ქართულ ხელისუფლებაზე.

ლიზა იასკომ საქართველოში ორი დღის წინ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნები მოიპარეს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ბრძოლა არ გაგრძელდა, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ის ყოველდღიურად მძიმდება და ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება სამოქალაქო კლინიკაში. ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.იმ მოვლენებზე, რაც ახლა ხდება, ეს არის ქართული მხარის პასუხისმგებლობა"- განაცხადა იასკომ.

როგორც იასკო აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 32-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

🔵 "მგონია სააკაშვილი თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ერთად უნდა ვიყოთ ყველა, ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი"- თაკო ჩარკვიანი

🔵 "ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო, მსგავსი არათუ ქართულ სასჯელაღსრულების სისტემას, შეიძლება, მსოფლიო მასშტაბითაც არავის ახსოვდეს" - რატი ბრეგაძე

🔵 "სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანით, იქ მუდმივი ქაოსი იქნება" - ირაკლი ღარიბაშვილი

🔵 სააკაშვილი ჰიტლერს ყველაფერში ბაძავს, როდესაც ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო - ირაკლი ღარიბაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791795429

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო

„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...

შალვა პაპუაშვილი

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791791295

საზოგადოება

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...

რთველი, ყურძენი