"ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო, მსგავსი არათუ ქართულ სასჯელაღსრულების სისტემას, შეიძლება, მსოფლიო მასშტაბითაც არავის ახსოვდეს" - რატი ბრეგაძე

"საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში გადაყვანისას არავითარი საფრთხე არ შეიქმნება", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა. 

მინისტრმა, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობაზე.

მისი თქმით, დღემდე მას 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და მის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით არც ერთი ობიექტური პრეტენზია არ არსებობს.

"უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უკვე პრევენციულად მოვახდინოთ გარკვეული საფრთხეების გამორიცხვა. ჩვენ ვნახეთ, რომ, დაახლოებით, 500-600 ადამიანზე იყო საუბარი, რომ მათ მოეხერხებინათ ჩვენთვის ხელის შეშლა, როდესაც დავაპირებდით მის გადაყვანას სხვა დაწესებულებაში.

ეს გეგმა მათ ჩაუვარდათ და რომც დაეპირებინათ – აქვე მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ პატიმრის გადაყვანას, აბსოლუტურად ყველა სცენარს წინასწარ გავდივართ.

ჩვენ გვაქვს ყოველთვის სრული მზადყოფნა და თუკი ვინმე გაბედავს მსგავსი რამის გაკეთებას, პასუხი იქნება ძალიან ადეკვატური და ძალიან მკაცრი. ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით.

სააკაშვილის, როგორც პატიმრის, შემოსახლების დღიდან ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა როგორც მისი ჯანმრთელობაზე, ისე მის უფლებრივ მდგომარეობაზე. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უპრეცედენტო და მსგავსი შემთხვევა არათუ ქართული სასჯელაღსრულების სისტემას, შეიძლება, მსოფლიო მასშტაბითაც არ ახსოვდეს არავის.

ჩვენ პრევენციისთვის ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს და მუდმივ რეჟიმში მორიგეობს ციხის ეზოში რეანიმობილი და მისი საკნის გადაღმა – ორი ექიმი.

ასევე, შეტანილია სპეციალური აპარატურა და თუკი რაიმე პრობლემა შეიძლება, შეიქმნას ჯანმრთელობის მხრივ, ადგილზევე აღმოუჩინონ დახმარება. როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს, რომ მისი რომელიმე უფლება ირღვევა, მისი უფლებები არის ზედმიწევნით დაცული და ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის შემთხვევაში – ეს არის ყველა პატიმრის შემთხვევაში. ნამდვილად საამაყოა დღეს ის მდგომარეობა, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აქტიურად ვაკვირდებით ვითარებას, მათ შორის ვაშინგტონში" - კელი დეგნანი

🔵 "მაქვს მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარცხს არ დასჯერდება და შეეცდება გარკვეული ინციდენტების ორგანიზებას"- თეა წულუკიანი

🔵 მე პირადად არანაირი კომპლექსი არ მაქვს 7 ნოემბერს აქციის გამართვის - გიორგი ბარამიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791795429

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო

„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...

შალვა პაპუაშვილი

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791791295

საზოგადოება

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...

რთველი, ყურძენი