არჩილ გორდულაძე: ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, საინიციატივო ჯგუფის შეთავაზების შინაარსს გაეცნოს და პარტიაში განიხილოს.
მისი თქმით, ხელისუფლების კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ქვეყნის ინტერესების, იდენტობისა და სახელმწიფოებრივი საფუძვლების დასაცავად საკუთარი წვლილის შეტანა სურს.
„უმნიშვნელოვანესია იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქედ აქცევს, საქართველოს - საქართველოდ. ის წარსული და აწმყო, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის შემქმნელი მომავლისა.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დაცული და გარანტირებული იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდის ინიციატივით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება იქნა მიღებული ამ მოწვევის პარლამენტის მიერ.
ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ხელშესახები ფაქტები, რომ გარედან დაფინანსებით ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობენ, ყველანაირი ღირებულება განულდეს ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი გრძელდება ათწლეულებია.
ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, თუ რაიმე ინიციატივა არსებობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამავდროულად, ვნახავთ, რა შინაარსისაა და შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება ჩვენს გუნდში ამ საკითხის განხილვა.
რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველა ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ამ ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძველი“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებისგან ითხოვს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფას დაარეგულირებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომელთა შორის არიან რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია და მსახიობი გიორგი შანიძე, მიიჩნევენ, რომ მსგავსი კანონი საზოგადოებას ქუჩაში მიმდინარე დაპირისპირებებისგან დაიცავს.
1785481607
ახალი ამბებისამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,...
1785481472
ახალი ამბებისაჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია...
1785481373
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...
1785480348
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და Roche-ს შორ...
1785479109
საზოგადოებაპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზ...



























