ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

მისი თქმით, ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6%-ი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, ფაქტობრივად, ყველა სექტორი მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის შედეგების მიღწევაში. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი წვლილით გამოირჩევა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტი და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორები.

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. როგორც მოგეხსენებათ, ექსპორტის 20%-ზე უფრო მაღალი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 6 თვის მაჩვენებლებით 62%-ზე მეტადაა გაზრდილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული შედეგები იმ სწორი პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

„აქ შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად ის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე არის მიმართული, ასევე ის რეფორმები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785490365

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს „ქართული ოცნების“ გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. ექსპერტის შეფასებით, „შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში“. „გუშინ წინ, სააკაშვილმ...

დავით ჩიხელიძე

1785486900

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, საინიციატივო ჯგუფის შეთავაზების შინაარსს გაეცნოს და პარტიაში განიხილოს. მისი თქმით, ხელისუფლების...

არჩილ გორდულაძე

1785486004

ახალი ამბები

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკურ...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

1785485409

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკ...

ბრაკონიერობის ფაქტი

1785484696

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე...

საპატრულო პოლიც