არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ვნების შვიდეულის პარასკევი, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. სახარებაში ვკითხულობთ, თუ რამხელა ტკივილი მივაყენეთ ადამიანებმა ღმერთს, მაგრამ უფალმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჯვრიდანაც

ვნების შვიდეულის პარასკევი, რომელსაც წითელ პარასკევს ვუწოდებთ, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. უფალი ღმერთი ადამიანის სიყვარულით ჯვარზე გაეკრა ამ დღეს, ჩვენი გადარჩენისთვის საკუთარი თავი გაწირა, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

მან ამ დღესთან დაკავშირებით გაიხსენა სახარებიდან ამონარიდები და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ღმერთთან მისვლას, თუკი ცოდვებს მოინანიებს.

„სახარებაში ვკითხულობთ თუ რამხელა განცდა ჰქონდა უფალს, რამხელა ტკივილი მივაყენეთ ადამიანებმა ღმერთს, მაგრამ უფალმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჯვრიდანაც, როდესაც მამა ღმერთს ევედრება: შეუნდე, არ იციან ადამიანებმა რას აკეთებენ. ეს ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულებაა. ვიცით, მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკი იყო ჯვარცმული. ერთი ლანძღავდა, მეორემ კი სთხოვა, რომ მოეხსენებინა ცათა სასუფეველში და უფალმა უთხრა, რომ დღესვე მასთან ერთად იქნებოდა სასუფეველში. ესეც ნუგეშია და იმედია ადამიანებისთვის, რომ თუკი მოინანიებენ, აუცილებლად შეძლებენ უფალთან ყოფნას“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ამ წუთებში სამების ტაძარში დიდი პარასკევის სერობა იწყება. მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის წესს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო აღასრულებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1775974803

ახალი ამბები

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანს...

მოძრაობა აიკრძალა

1775973585

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანო...

საქართველოს პრეზიდენტი

1775938926

საზოგადოება

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ. „ქრისტე აღდგა“, „გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მი...

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულ

1775938673

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას

უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, კათ...

მეუფე შიო მუჯირი

1775937909

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამის თევის მსახურება მიმდინარეობს. მწუხრის ლოცვის შემდეგ...

სამღვდელოება