"არც ერთი სიტყვა მედიკოსების მიმართ, მათ მიერ მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლის გამო" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე ილია II-ს საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს საშობაო ეპისტოლეს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება:

"ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდგომ, პირველად საბჭოთა ხანის მერე კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლის ერთ-ერთ ძირითად თემად კვლავ იქცა ათეიზმის წინააღმდეგ აპოლოგია (რწმენის და ეკლესიის დაცვა), იგრძნეს ტაძრებში ხალხის დიდი შეთხელება, ახალი თაობების დაბრკოლება განეკლესიურება (ისევ და ისევ საქ. ეკლესიის საპატრიარქოს და უმრავლესი სამღვდელოების უმსგავსობის, ფარისევლობის, სიჩლუნგის, გაუნათლებლობის, ფუფუნების, გახრწნილების, პრორუსულობის, ანტიცივილიზებულობის და არაადეკვატურობის გამო), გამჟღავნებული კრებსების და სხვა სკანდალების გამო თავის მართლების რეჟიმი, რომ ცოდვილები და გახრწნილები კი ვართო, მაგრამ არ უნდა განგვიკითხოთო, მონანული ცოდვილი უყვარს უფალსო (რახან პერიოდულად აღსარებაში ჩამოარაკრაკებენ თავის ბინძურ ცოდვებს და შენდობის ლოცვას წაუკითხავს თავისნაირივე გახრწნილი ანაფოროსანი, ჰგონიათ სინანულის საიდუმლო აღასრულეს და ღმერთმა გაამართლა, მერე რა რომ ამის მერე იგივეს გაიმეორებს, ისევ დაიმშვიდებს სინდისს მექანიკური აღსარებით და ასე უსასრულოდ ერთი და იგივე), აღარაა ვრცელი პოლიტოლოგიური და სოციო-ეკონომიკური დიდაქტიკური მსჯელობები და დირექტივები.

რეალურად არცთუ შეფარულად თავდაცვის რეჟიმში გადასული, დიდი სიფრთხილით წერს ავტორთა ჯგუფი ამ მოცემულ ეპისტოლეს.

მაგრამ, არც ერთი სიტყვა მადლიერებისა მედიცინის მეცნიერების და მედიკოსების მიმართ მათ მიერ მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლის გამო, არცერთი სიტყვა სამედიცინო რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე და ვაქცინაციაზე, არანაირი სამძიმარი 14 ათასი გარდაცვლილი ქართველის ოჯახებისადმი, სიკვდილი არაფერია სული ხომ უკვდავიაო.

არადა ქრისტიანული თეოლოგიით სხეულის სიკვდილიც დროებითია და იქნება მიცვალებულთა აღდგომა ქრისტეს მეორედ მოსვლისას, რატომღაც ამაზე არასოდეს წერს და ქადაგებს პატრიარქი ილია, ალბათ არ სწამს ეს ქრისტიანული დოგმატი?! თუ სამარცხვინო ჰგონია მისი გაჟღერება ერის წინაშე?!

ათეისტები არაფერს ერიდებიან კეთილდღეობის მოსაპოვებლადო, მგონი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს, მაგრამ არც თავად და მისი მონა-მორჩილნი არაფერს ერიდებიან ფუფუნებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად და ასეთ "მორწმუნეებს" მორალურად განა ისევ ათეისტები არ სჯობიან?! ისინი ხომ არ ფარისევლობენ ქრისტეს სახელით და დიდი მორწმუნეობით?!

ეპისტოლე თავისი დუმილით ირიბად ხელს უწყობს ანტივაქსერული ბოდვების და ისტერიის კვლავ გაგრძელებას საქართველოში.

არაფერია ნათქვამი რუსეთის საპატრიარქოს მიერ ჩვენი საპატრიარქოს სომხეთის ეპარქიის წართმევის გამო ამ შემოდგომაზე, არც ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხზე.

ტრადიციულად, რაც არ აწყობთ, დუმილით გვერდს უვლიან და არ იმჩნევენ, რაგინდ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ქრისტიანული, ჰუმანისტური და ეროვნული პოზიციებისთვის.

ჭირი იქა, ლხინი აქაო ამბობდნენ ძველი ქართველები, მაგრამ პირუკუ კი უსრულდება ჩვენს ერსა და ბერს. თუ რატომ, ძნელი მისახვერდი არ უნდა იყოს", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ამავე თემაზე:

🔵 VIDEO:საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

🔵 საპატრიარქო საშობაო ალილოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔵 "საშობაო ეპისტოლეში უთქვამთ, ათეისტები ამქვეყნიური კეთილდღეობისთვის არაფერს ერიდებიანო. კეთილდღეობისთვისო, ხალხო...თვითონ ოქროში სხედან" - ვახო სანაია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765807416

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან. ვინც კურსს გადაუხვია, ეს არის თავად ევროკავშირი და ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელმაც გადაუხვია დასავლეთის კურსს და თავად უღალატა ევროპის იდეას

ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხად...

ნინო წილოსანი

1765806136

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინ...

პროკურატურა

1765805781

ახალი ამბები

მაია ბითაძე: გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს

გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრ...

მაია ბითაძე

1765804807

ახალი ამბები

ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1765804294

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი