აცრილი პირისთვის სავალდებულო ტესტირება აღარ იქნება საჭირო - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

მთავრობა განიხილავს წამახალისებელი ღონისძიებების პაკეტს, რომელიც შესაძლოა კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შესთავაზონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და აცრილი პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, განიხილება შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების თაობაზე იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.

15 მარტიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 212 163 ადამიანმა გაიკეთა, მათგან სრულად (ორივე დოზით) აცრლია – 69 197.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები, სამედიცინო პერსონალი, მცირე საოჯახო ტიპის სახლების, ბავშვთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, საკარანტინე სივრცის მომსახურე პერსონალი, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები, ის მოსამსახურეები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან, ე. წ. მოლებში მომუშავე პირები და ა.შ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776421864

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი ოქროსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალშია. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო. ეთერ ლიპარტელიანი...

ეთერ ლიპარტელიანი

1776421188

ახალი ამბები

როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...

ამინდი პროგნოზი

1776420173

ახალი ამბები

„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...

ვიქტორ ორბანი

1776420095

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილი

1776419868

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომ...

შალვა პაპუაშვილი