პაატა სალია: თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს.
ადგილზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.
„ეს დღე არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არამარტო როგორც ისტორიული თარიღი, არამედ როგორც სიმბოლო დამოუკიდებლობისა, როდესაც პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დემოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებული კონსტიტუცია ჰქონდა, რომელიც ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც უცხო იყო იმ პერიოდში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
სამწუხაროდ, ამას ყველაფერს მოყვა ოკუპაცია. თუმცა, ჩვენ შევძელით და 1991 წელს დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, დამოუკიდებლობისა, რადგან თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა თუ ეს ფუნდამენტი არ ექნა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და რაც მთავარია - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე… კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, მთელს საქართველოს და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო ძლიერ სახელმწიფოში, კიდევ უფრო წარმატებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ყველანი ერთად“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
1779807373
ახალი ამბებიირაკლი ბათიაშვილი: 1980-იანი წლებიდან ყველანაირი ოპოზიცია მახსოვს და ასეთი უავტორიტეტო, ურეიტინგო ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არანაირი მხარდაჭერა ხალხში არ აქვს, არ მახსოვს
ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს იყო 1918-1921 წლებში. საზოგადოებაში, ხალხში და ჩვენდა საბედნიეროდ, ასევე ხელისუფლებაშიც სიღრმისეულად გათავისებული და გაცნობიერებული...
1779806742
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა
„საბჭოთა გულაგებში გაუტეხელმა მერაბ კოსტავამ ავთანდილობა გაუწია ზვიად გამსახურდიას. 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული...
1779805604
ახალი ამბებივოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის
„2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის“, - განაცხადა საქართ...
1779804484
ახალი ამბებილევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თუ გავითვალისწინებთ რა გაუკეთებიათ და რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს
„თუ გავითვალისწინებთ რა უკეთებიათ და 26 მაისი რასთან ასოცირდება კონკრეტულად ამ პოლიტიკურ ძალასთან, რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს“, - განაცხადა პ...
1779803874
მსოფლიოსაფრანგეთში ძლიერ სიცხეს 7 ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა მოდ ბრეჟონიმ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ტემპერატურის მკვეთრ მ...



























