ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: ვთვლი, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივ დავაში შევიდეს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან
ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივ დავაში შევიდეს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს 2011 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში შემოდიოდა, აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ცრუ მედიასაშუალებებს მოეთხოვოთ სამართლებრივი პასუხი ბრალდებებისთვის, რომელსაც უარგუმენტოდ და ფაქტების გარეშე ტირაჟირებენ.
„ისინი კი გვაბრალებენ, რომ სიტყვის და მედიის თავისუფლება არ არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან პირიქით აღვირახსნილი სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება არის და მათ არ გააჩნიათ თვითცენზურა, რომ რაიმე ტიპის პროფესიული ეთიკა დაიცვან ან ზოგადად ეთიკა დაიცვან, ყველაზე სწორი ფორმა არის, რომ ამას სამართლებრივი პასუხისმგებლობა მიეცეს. გამოდის სხვა შემთხვევაში, რომ თუ ისინი ერთ ადამიანს მაინც მოატყუებენ და შეიყვანენ შეცდომაში, მათ მიზანი უკვე მიღწეული აქვთ“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ რა ტიპის მედიასაშუალებას უყურებენ, რომ მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაციის დაჯერება არ შეიძლება.
„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
1790952269
საზოგადოებაიონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების, მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს, ეს არის მარტივი მათემატიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი მედიასთან საუბრის დროს ხსნის, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა დამუშავდეს IRI-ის ნედლი კვლევა და როგორ გადანაწილდება არსებული პროცენტები კვლევის შე...
1790951974
ახალი ამბებითბილისში, ლოტკინზე ბარაკული ტიპის სახლში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ლოტკინზე, ბარაკული ტიპის სახლი იწვის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. დაშავებულებ...
1790950002
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბრისას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა. მისი თქმით, კვლევამ, რომელიც ევროკომისიის მიერ ჩატარდა, ფარდა ახადა არაფორმალური...
1790949435
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ნაწილში ჩ...
1790948945
ახალი ამბებინინო ჯღარკავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე: არ გეჩვენებათ, რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლია? ეს ფილმი ნანახი გვაქვს, გეგმა ბ-ზე გადადით
„პატიმარი გიორგი დავითაძე, რომელიც იძახის, რომ ბადრაგმა თითით გააუპატიურა, რაც არ ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო კამერებში, სასჯელს იხდის პოლიციელის დაჭრაზე, საინტერესო წა...


























