"ბათუმ-თელავ-ანაკლია-სიღნაღი და სხვა ქალაქები ასე რომ მეამაყება მიშას დამსახურებაა და შემახსენეთ არგუმენტები - თქვენ რატომ უნდა გცემდეთ პატივს?" - გურამ შეროზია "ოცნებას"

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელ ფეისბუკში, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშილზე პოსტს ავრცელებს.

"მე-8 თუ მე-9 კლასში ვიქნებოდი, როცა მშობლებთან ერთად თბილისში მოვხვდი, მათემატიკის მორიგი შეჯიბრების ფინალში...

ჰოდა შეგხვდა ვიღაც კაცი, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობდა და ჩამოვარდა ჩემს ნიჭიერებაზე საუბარი, როგორ გადაჰსარევად ვსწავლობ ყველა საგანს და რომ სკოლაში კი არა - ქალაქშიც ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი ბავშვი ვარ, ცოტა ხანში აბიტურიენტიც გახდება და ჩაბარების დროც მოვაო :))

ამ კაცმა ძაან კაიო, მაგრამ უნივერსიტეტში რომ ჩაირიცხო, თან ფასიანზე - ხუთი ათას დოლარზე ნაკლები ვერაო (ეს მაშინ ძაან დიდი ფული იყო, ერთ ოთახიან ბინას იყიდდი ფოთში).

ბავშვი ვიყავი, მაგრამ სრული სიმძაფრით გავიაზრე და საშინლად მეტკინა ჩემი ლამპის შუქზე გატარებული და სწავლაზე თავგადაკლული ყოველი ღამე!  

მერე მოვიდა მიშა, მოიტანა ერთიანი ეროვნული გამოცდები და 100% გრანტით ჩავირიცხე.

სახლს, რომ მარტო ერთ წელში სამჯერ გვიტეხავდნენ ქურდ-ბაცაცები და დედაჩემის კივილ-ტირილები ახლაც მახსოვს - ამ ამბებსაც მიშამ შეუყენა წყალი. 

ქუჩაში რომ ნაფტალინა ჩა*ლევებული ბირჟავიკები დიდ გულზე იდგნენ და ფულს სთხოვდნენ ბეჯით, მშრომელ ბიჭებს (ნუ მე ბავშვი ვიყავი და ამცდა ეს *ლეობა) - ამისგანაც მიშამ გვიხსნა.

ტურისტებით, რომ არის სავსე ქვეყანა და ბათუმ-თელავ-ანაკლია-სიღნაღი და სხვა ქალაქები ასე რომ მეამაყება - ესეც.

ჰოდა, მოდი და არ მიყვარდეს ახლა და არ ვიყო მადლიერი... 

გამოვარდება მერე ვინმე ქოცი და ამიწევს ისტერიკას, რა ვქნა, ცოტა არგუმენტი მაქვს?!

ან იქნებ მე გამომრჩა რამე და შემახსენოთ არგუმენტები - თქვენ რატომ უნდა გცემდეთ პატივს?",- წერს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია.

სხვა სიახლეები:

🔲 გიული ალასანია: მომხრე ვარ მიშას საზღვარგარეთ რეაბილიტაციის, რა თქმა უნდა, არც თავადაა ამის წინააღმდეგი

🔲  "მიშა ძალიან მიყვარს და ვიცნობ პატარაობიდან" - მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში ბუბა კიკაბიძემ მოინახულა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791722124

ახალი ამბები

შიო მესამე: ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა

 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მეცხრამეტე კვირას, ქადაგებისას ღვთის ლოცვა...

შიო მესამე

1791716795

ახალი ამბები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს

 ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებებ...

ნაკრები

1791712972

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791709697

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია

 პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფის, „გამოუვალი მდგომარეობა“ მიწვევას ეხმიანება. შაქარიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად სიმბოლ...

ვატო შაქარაშვილი

1791707220

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ იტალია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეული გუნდური ასპარეზობის მერვედფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - საქართველოს ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდ...

ძიუდო