ლევან მახაშვილი ბრიუსელის დუმილზე: რაც უფრო გაექცევიან კითხვებს, რაც უფრო დამალავენ ინფორმაციას, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახები სიტყვათწყობა

ზედაპირულად, სიყალბით ლაპარაკობენ, რომ ვითომ, არის ვიღაც თვითნებურად დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებზეა საუბარი, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბრიუსელის დუმილთან დაკავშირებით.

კერძოდ, ევროკავშირის ელჩმა ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა „ქრონიკის“ შეკითხვა, თუ ვის გულისხმობს ევროკავშირი „თვითნებურად დაკავებულებში“ და რატომ არ აძლევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ადამიანების სიას. ამასთან, როგორც ცნობილია, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულთა უმეტესობამ ჩადენილი აღიარა და მოინანია.

„ყველაფერი ნათელია, რატომაც არ ასაჯაროებენ. იმიტომ, რომ ამით გამოჩნდება მთელი ის ხელოვნურობა და სიყალბე, რაც დაკავშირებულია ამ ე.წ. თვითნებურად დაკავებულ ადამიანებზე, ვინაიდან თითოეული მათგანის უკან არის კონკრეტული ძალადობა, კონკრეტული შტურმი თუ შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაული. სწორედ ამიტომაც არის, რომ თავს არიდებენ. ასე ზედაპირულად, სიყალბით ლაპარაკობენ, რომ ვითომ არის ვიღაც თვითნებურად დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებზეა საუბარი. ამიტომ, რაც უფრო გაექცევიან თუნდაც, თქვენს კითხვებს, რაც უფრო დამალავენ ამ ინფორმაციას, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახები სიტყვათწყობა და არანაირი სიმართლე თუ მტკიცებულებები ამის უკან არ დგას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშულ საკითხზე „ქრონიკამ“ ევროკომისიას კითხვით რამდენიმე კვირის წინაც მიმართა. პასუხად „ქრონიკას“ მისწერეს: „გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია"

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795957580

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშ...

შსს შეხვედრა

1795956612

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს

„ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას ინტენსიურად და ამბობდნენ, რომ რაღაც არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ მთელი საქართველოდან. 7000 ესეც საუკეთესო, ე.ი. ოპტიმისტური გათვლებით მ...

თენგიზ შარმანაშვილი

1795953070

საზოგადოება

ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის აქციაზე: ყოველ წელს მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ადამიანი გამოდის და ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე თურმე „ისევ ბევრნი ვართ“, ამ მიტინგზე მოსულთა ყველაზე ადეკვატური შეფასება +/- 7.5 ათასი ადამიანია

„რეალობის აღიარების შიშია ის, რომ ყოველ წელს მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ადამიანი გამოდის და ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ თურმე „ისევ ბევრნი ვართ“, ხოლო თავისუფლების მოედანზე გამართულ მიტინგზე...

ალექსანდრე რაქვიაშვილი

1795951215

საზოგადოება

ლადო სადღობელაშვილი: უცხო ქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა - როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირ პროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა!

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი 28 ნოემბერს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი მზადებისა და ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციამ საზოგადოების მობილიზება ვერ შ...

ლადო სადღობელაშვილი

1795947400

საზოგადოება

მაგდა მამუკაშვილი: აქეთ მხარესაცაა აგენტურა - თავს დავიჭრი, ახლანდელ სუსის ფაილებში თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - პოლიტიკოსების გარდა, უთანხმოებაა აქტივისტებს შორის, კერძოდ, მაგდა მამუკაშვილი დავით აბზიანიძეს აგენტად მიიჩნევს და მას ელისო კილაძეს ადარებს. მამუკაშვილის თქმით, „...

მაგდა მამუკაშვილი