შალვა პაპუაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ ფაილებზე: რომ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი, ამომრჩეველს შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას და საქართველოში უცხო ქვეყნისთვის სასარგებლო მარიონეტებს დასვამდა ხელისუფლებაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს იმ შესაძლო შედეგზე, რომელიც გამჭვირვალობის კანონის არმიღების შემთხვევაში დადგებოდა. შალვა პაპუაშვილი ამ შესაძლო შედეგზე USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ფაილებზე დაყრდნობით მსჯელობს.
„ამ დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე მივასწარით გამჭვირვალობის კანონით ვითარებას საქართველოში. შეგახსენებთ, 2024 წელს, არჩევნების წინ რომ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი და თავად ეს თემა საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო ხილვადი, ამ ქსელს, რომელმაც იმუშავა 2024 წელს, სწორედ ეს გავლენა ექნებოდა, რომ ამომრჩეველს შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას და საქართველოში უცხო ქვეყნისთვის სასარგებლო მარიონეტებს დასვამდა ხელისუფლებაში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, გასულ კვირაში ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.
1795959544
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის და შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში, ნახევარი საათი გაძლო რადიკალურმა ოპოზიციამ, ეს არის ეგრეთ წოდებული ვითომ ხალხის მდინარეები
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქცია მცირერიცხოვანი იყო, რომელიც მალევე დაიშალა. მათიკაშვილის განცხადე...
1795958598
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა შესახებ ბრიუსელის დუმილზე: როდესაც ფაქტების შეფასებაზე მიდგება საქმე, როგორც კი ფაქტების წარმოდგენაზე მიდგება საქმე, იქ ყოველთვის კრახს განიცდიან, მათი ქმედების მთელი ბაზისი სიცრუეზეა დაფუძნებული
„როდესაც ფაქტების შეფასებაზე მიდგება საქმე, როგორც კი ფაქტების წარმოდგენაზე მიდგება საქმე, იქ ყოველთვის კრახს განიცდიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავ...
1795957580
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშ...
1795956612
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს
„ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას ინტენსიურად და ამბობდნენ, რომ რაღაც არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ მთელი საქართველოდან. 7000 ესეც საუკეთესო, ე.ი. ოპტიმისტური გათვლებით მ...
1795953070
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის აქციაზე: ყოველ წელს მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ადამიანი გამოდის და ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე თურმე „ისევ ბევრნი ვართ“, ამ მიტინგზე მოსულთა ყველაზე ადეკვატური შეფასება +/- 7.5 ათასი ადამიანია
„რეალობის აღიარების შიშია ის, რომ ყოველ წელს მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ადამიანი გამოდის და ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ თურმე „ისევ ბევრნი ვართ“, ხოლო თავისუფლების მოედანზე გამართულ მიტინგზე...



























