ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: ყველა მაფრთხილებდა „ვითიბი ბანკში“, „რესპუბლიკა ბანკში“, რომ „თიბისის“ ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით - იმ დღეს დამაკავეს, ბოლო ქონების გადაცემას რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსთან

გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ჩემს კომპანია „მაგნატს“ და ახლად შექმნილ კომპანია „ენესკას“ ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას შორის. თავიდანვე აქციონერებად 25 პროცენტი იყო „თიბისი“, - ამის შესახებ „შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ.

როგორც ლეონიძემ აღნიშნა, „ვითიბი ბანკსა“ და „რესპუბლიკა ბანკში“ თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ „თიბისი ბანკის“ ნდობა არ შეიძლებოდა და სესხსაც სთავაზობდნენ „თიბისის“ თანხის გადასაფარად.

ბიზნესმენის განცხადებით, დააკავეს მას შემდეგ, როცა 52 ავტოგასამართი სადგურიდან და 4 ნავთობბაზიდან სწორედ ბოლო ქონების გადაცემას მოაწერა ხელი ნოტარიუსთან.

„ყველა მაფრთხილებდა, შემიძლია დავასახელო გვარები: „ვითიბი ბანკში“ კაცია, „ბანკი რესპუბლიკაში“ ალავიძე, რომ მაგათი ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით და მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ სესხს მოგცემთ. აი, „რესპუბლიკა ბანკი“ მეუბნებოდა, რომ მოგცემ „თიბისი“ ბანკის გადასაფარ თანხას, ოღონდ მაგათ დაანებე თავი. შეყოფილი მქონდა თავი და ვერაფერს ვიზამდი. ზედმეტი დამაჯერებლობისა თუ გარანტიისათვის, გავაკეთეთ ისე, რომ ამ ახალ კომპანიაში აქციები ამათ სახელზე გავაფორმეთ, ანუ ჩემი იყო, მაგრამ 10% იყო „რესპუბლიკა ბანკზე“, 10% - „ვითიბი ბანკზე“, იყო სამხარაძეზე, კიდევ ერთ კრედიტორზე და დამრჩა ამ კომპანიაში 25% - ისიც ჩემს ახლობელზე მქონდა გაფორმებული. არ არის, მგონი, დანაშაული არც ახლა, არც მაშინ. ბოლო ქონების გადაცემას მოვაწერე ხელი, ამ 52 ავტოგასამართი სადგურიდან და 4 ნავთობბაზიდან, ერთი ყველაზე დიდი ობიექტი იყო თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ლეონიძის ბაზას ეძახდნენ მაშინ, „მაგნატის“ ნავთობბაზა, დღეს „გალფი“ აწერია - მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა იქ მიდიოდა ფასისა და ხარისხის გამო. ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსთან, იმ დღეს დამაკავეს“, - აღნიშნა ჯემალ ლეონიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743095077

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: აგენტურული ძალები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, სინამდვილეში კი, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ

 უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უ...

მამუკა მდინარაძე

1743093574

ახალი ამბები

მდინარაძე: აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

 შეგახსენებთ, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლა...

 მამუკა მდინარაძე

1743093102

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები

 საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პ...

მამუკა მდინარაძე

1743092466

მსოფლიო

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს

 თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ალი იერ...

თურქეთი

1743087496

საზოგადოება

ზაზა გოგავა - არ ვეთანხმები ევროსაბჭოს რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით

მე არ ვეთანხმები რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გე...

ზაზა გოგავა