ბუტა რობაქიძის საქმის მოწმე: მანქანის შემოწმებისას, იარაღი ავტომობილში არ ყოფილა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრალდების საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა, სადაც საქმის ერთ-ერთი მოწმე შოთა ჯაფარიძე დაიკითხა, რომელიც იმჟამად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხული მოწმის, ჩვენების მიხედვით, მის მიერ მანქანის შემოწმებისას, იარაღი ავტომობილში არ ყოფილა.

"2004 წელს დიდუბე-ჩუღურეთის პატრულ-ინსპექტორად ვმუშაობდი, 20 მეთაური იყო მაიზერ ლიპარტელიანი. მეწყვილე იყო კოტორაშვილი. მახსოვს, რომ 24 ნოემბერს ღამე დაიძახეს დახმარებაზე რადიოსადგურის მეშვეობით, წერეთლის ეკიპაჟი იყო. გაჩერებული ჰყავდა მანქანა ეკიპაჟს ვინც დახმარებას ითხოვდა, რამდენიმე ადამიანი იყო გადმოსული მანქანიდან. „ბეემვეს“ მოდელის მანქანა იყო გაჩერებული. დაახლოებით 3-4 ადამიანი იყო გადმოსული მანქანიდან, ისინი მანქანასთან იყვნენ შეკრებილები. როცა მივუახლოვდი ერთ ადამიანს, მაშინ ჩემ უკან გავიგე გასროლის ხმა, უკან ბაშალეიშვილის ეკიპაჟი იდგა, გასროლის შემდეგ გადმოსული ადამიანები ძირს დაწვნენ. ერთ ადამიანს სისხლი მოსდიოდა, რომ გადმოვაბრუნე, მივხვდი, რომ ტყვია მას მოხვდა, შემდგომში როგორც გაირკვა ეს ადამიანი რობაქიძე იყო. ვინც ისროლა იყო ბაშალეიშვილი და მივხვდით, რომ მისგან ნასროლი ტყვია მოხვდა ადამიანს. ადგილზე ჩემი მისვლისას შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, იარაღი მე იქ არ დამინახავს. ეკიპაჟები ვნახე იქ მხოლოდ, იქ მოვიდა ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, მერე დამაბრუნეს ჩემს სამოძრაო კვადრატში. გადამღებ ჯგუფს რაც შეეხება, ლობჟანიძესა და ბაშალეიშვილს ესხდნენ გადამღები ჯგუფი. დავინახე რომ მანქანაში ისხდნენ, მაგრამ რას აკეთებდნენ არ დამინახავს. მაიზერის გარდა, იქ მოსული სხვა ხელმძღვანელი არ მინახავს. 2012 წლამდე ამ საქმეზე მე არავის დავუკითხივარ", – განაცხადა მოწმემ.

საქმეზე გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776755774

ახალი ამბები

The National Interest: რატომ უნდა გააუმჯობესოს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში თებერვალში მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი შედეგი ჰქონდა: საქართველო, რომელიც მისი ვიზიტის პროგრამაში არ შედიოდა, კვლავ ყურადღებ...

ირაკლი კობახიძე

1776755375

ახალი ამბები

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო...

პროკურატურა

1776754568

ახალი ამბები

პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემი...

სპეცოპერაცია

1776754033

ახალი ამბები

მაღაზიიდან 6 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაცია...

დაკავებულია ერთი პირი

1776753857

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბა...

დაკავება დაკავება