ჩინეთის ელჩი: ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები მტკიცედ ვითარდება, არსებობს თანამშრომლობის ფართო პერსპექტივები, ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა

„ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ძლიერდება.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, მივყვეთ ისეთ განვითარების გზას, რომელიც ჩვენი ხალხების მიერ არის არჩეული და ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას შეესაბამება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საკუთარი ძირითადი ინტერესების, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ძლიერდება, ხშირია მაღალი დონის ვიზიტები, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ინარჩუნებს დადებით იმპულსს. 2024 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 2.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10% წლიურ ზრდას შეადგენს. ორმა მხარემ ახლახან დაასრულა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ თბილისში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხარისხის გაუმჯობესებას. ორივე მხარე აქტიურად უწყობს ხელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას და მუდმივად აღრმავებს თანამშრომლობას. წელს ჩვენი ქვეყნების განათლების სამინისტროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უმაღლესი განათლების ურთიერთაღიარების შესახებ, ჩინური ენა შეტანილია უცხო ენის სასწავლო პროგრამაში საქართველოს საჯარო სკოლებში. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება სხვადასხვა, მათ შორის ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს სტრატეგიულ პარტნიორობას.
წელს, პირველი მაისის დღესასწაულის დროს, საქართველო ჩინეთის ათ ყველაზე მზარდად მოთხოვნად საზღვარგარეთულ ტურისტულ მიმართულებას შორის იყო. იმედი გვაქვს, ჩვენი ქართველი მეგობრები უფრო ხშირად ეწვევიან ჩინეთისსხვადასხვა ადგილებს და უკეთ შეიცნობენ რეალურ ჩინეთს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.
ჩინეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით, ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები მტკიცედ ვითარდება და არსებობს თანამშრომლობის ფართო პერსპექტივები.
„ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და ორი ქვეყნის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი სიკეთის მომტანი გახადოს ჩვენი ხალხებისთვის. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ვუსურვებ განვითარებას, აყვავებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ვუსურვებ კიდევ უფრო დიდი სიმაღლეების მიღწევას, ჩინეთს, საქართველოს და მსოფლიოს კი - მშვიდობასა და კეთილდღეობას! გმადლობთ!”, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
1759168021
საზოგადოებაირაკლი კობახიძე მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე: ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა, დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან, ამის მერე ვნახოთ გადავხედავთ მილოცვის საკითხს
„ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის...
1759167959
საზოგადოებაპრემიერი: არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, არის კითხვები ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით
„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა. დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1759167866
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - „ლელომ“ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ, თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ
„მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუსის ჩარევით დატოვა ლელო, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ“, - ამის შესახებ პრემიერ-...
1759167800
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით - თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს
„პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა - თუ ვინმე დააპირებს კანონის...
1759167614
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
„ჩვენი მიზანი - 64/64-ზე, პრაქტიკულად, უკვე გარანტირებულად არის შესრულებული, 64-ვე მუნიციპალიტეტში ვაპირებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს კვლევებიც ამის მორიგი დასტურია“, - ამ...