პატრიარქი: ვწუხვართ, რომ გარდაიცვალა ალი ისაევ-ავარსკი, დაღესტნელთა (ავარიელთა) შესანიშნავი წარმომადგენელი, საქართველოს დიდი მეგობარი, რეჟისორი, მსახიობი, პოეტი

ვწუხვართ, რომ გარდაიცვალა ალი ისაევ-ავარსკი, დაღესტნელთა (ავარიელთა) შესანიშნავი წარმომადგენელი, საქართველოს დიდი მეგობარი, რეჟისორი, მსახიობი, პოეტი, - აღნიშნული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ ალი ისაევ-ავარსკიმ უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო. პატრიარქი აღნიშნავს, რომ მისი დამსახურებით, ჩრდილო კავკასიიდან ერთადერთმა დაღესტნელებმა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ ჯარი არ გამოგზავნეს.
„მან უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს რეჟისორებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ქართველების სიძეც გახდა და ხშირად საპატრიარქოშიც მოდიოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და უსიამოვნებისა, მისი დამსახურებით მოხდა, რომ ჩრდილო კავკასიიდან ერთადერთმა დაღესტნელებმა აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ ჯარი არ გამოგზავნეს, რაც გმირობის ტოლფასი საქმე იყო.
ვუსამძიმრებთ ალი ავარსკის (ასე უწოდებდა თავის თავს) ოჯახის წევრებს, ახლობლებს როგორც საქართველოში, ისე დაღესტანში და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ კეთილშობილი, უანგარო, ნიჭიერი პიროვნების ხსოვნა“, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.
1759168021
საზოგადოებაირაკლი კობახიძე მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე: ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა, დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან, ამის მერე ვნახოთ გადავხედავთ მილოცვის საკითხს
„ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის...
1759167959
საზოგადოებაპრემიერი: არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, არის კითხვები ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით
„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა. დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1759167866
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - „ლელომ“ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ, თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ
„მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუსის ჩარევით დატოვა ლელო, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ“, - ამის შესახებ პრემიერ-...
1759167800
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით - თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს
„პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა - თუ ვინმე დააპირებს კანონის...
1759167614
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
„ჩვენი მიზანი - 64/64-ზე, პრაქტიკულად, უკვე გარანტირებულად არის შესრულებული, 64-ვე მუნიციპალიტეტში ვაპირებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს კვლევებიც ამის მორიგი დასტურია“, - ამ...