დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

 ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

ნამზეური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანების შედეგია. ხშირი გარუჯვა ზრდის კანის ნაადრევი დაბერების, პიგმენტური ლაქებისა და კანის კიბოს განვითარების რისკს. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შესაძლოა მხედველობის სერიოზული დარღვევებიც გამოიწვიოს, მათ შორის კატარაქტა, რაც სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მზეზე ან სოლარიუმში ჭარბმა დასხივებამ შესაძლოა კანის დამწვრობა გამოიწვიოს. მას შესაძლოა თან ახლდეს კანის სიწითლე და ტკივილი, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკები, სხეულის ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე და გულისრევა.

ცენტრის რეკომენდაციით, მზით დამწვრობის შემთხვევაში არ უნდა შეეხოთ ან გახეთქოთ წარმოქმნილი ბუშტუკები და უნდა მოერიდოთ მზეზე განმეორებით გასვლას. სამედიცინო დახმარება აუცილებელია, თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, განვითარდა მაღალი ტემპერატურა, გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი ტკივილი. მზით დამწვრობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ღია ფერის კანის, თმისა და თვალების მქონე ადამიანები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული პირები.

პრევენციისთვის ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, შეზღუდოს მზეზე ყოფნა, განსაკუთრებით მზის პიკური აქტივობის პერიოდში - შუადღემდე ორი საათით ადრე და ორი საათის შემდეგ. რეკომენდებულია ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმლის, ფართოფარფლებიანი ქუდისა და მუქი სათვალის ტარება, რომელიც უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან მაღალ დაცვას.

ასევე, მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება - რეკომენდებულია SPF 30 ან მეტი დაცვის ფაქტორის მქონე კრემის წასმა მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და მისი განახლება ყოველ ორ საათში ერთხელ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787378990

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 22 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +33, +...

ამინდი ამინდი

1787344753

მსოფლიო

რომის პაპი: მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს, მას სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი

მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა. მისი თქმით, მსფლიოს სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი. „მსოფ...

რომის პაპი

1787343249

სპორტი

თავისუფალი ჭიდაობა - სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

ბრატისლავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის, ქართველი ფალავანი სანდრო ყურაშვილი (92 კგ) ფინალში იასპარეზებს. სანდრომ ტურნირის ნახევარფინალში ყაზახი ბეიბარის იერგ...

სანდრო ყურაშვილი

1787339542

მსოფლიო

რუსეთს მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

„რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე განხორციელებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია საშუალება UNIAN-ი ავრცელებს. არსებული ცნობით, თავდასხ...

თავდასხმა

1787336586

ახალი ამბები

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია ჰარვარდის დევისის ცენტრის საქ...

განათლების სამინისტრო