„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს
ხვალ, 20 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს.
რუსთაველის გამზირის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ოთხ ეტაპად არის დაყოფილი, რომლის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების 2.3 კმ და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის განახლებული ქსელი, დამონტაჟდა 52 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 8 სახანძრო ჰიდრანტი.
განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში გასაშვებად კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და 6 ლოკაციაზე პარალელურად მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ბოცვაძის, ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ჭავჭავაძის, ქიქოძის, ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ჩხეიძის, სობჩაკის, ჭანტურიას, ბროსეს, ვირსალაძისა და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, რიწის და არსენას ქუჩების ნაწილს.
კრწანისის რაიონში: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, გულუას, კრწანისის ქუჩას,შესახვევებს და ჩიხებს, ერეკლე II-ის, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის რიგს, რკინის რიგს, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის და დიუმას ქუჩებს; გორგასლის და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილს.
ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით.
1787078471
მსოფლიომასშტაბური კიბერშეტევა ლატვიაზე - დამნაშავეებმა 1.2 მილიონი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს
ლატვიაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციაზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, დამნაშავეებმა 1.2 მილიონი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრი...
1787074535
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა. „სრული...
1787074099
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც უნდა სწორედ ქრისტიანული, ევროპული, ცივილიზაციის ნაწილი და ამ გზაზე მავალი იყოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას შეტანილი აქვს ლომის წვლილი იმაში, რომ დღ...
1787071946
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამჟამად ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. „ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკებები ან საუბრები არ მიმდინარეობს და არც დაგეგმ...
1787068517
მსოფლიო„ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობს
Welt-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი სოციოლოგიური კვლევით, გერმანიაში მემარჯვენე პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის სათავეშია, ფრიდრიხ მერცის მმართველი კოალიცია კი მას მკვეთრად ჩამორ...































