"დაიმახსოვრეთ, რომ სახალხო დამცველის მთავარი საქმიანობა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და სწორედ ამიტომ, ის არ უნდა იყოს მიკერძოებული" - დეგნანი

"სახალხო დამცველის არჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ახლა არის დრო, რომ პროცესში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ხმა და არა ის, რომ პროცესი იყოს დახურული და ექსკლუზიური", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

"სახალხო დამცველის არჩევა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს უდიდესი შესაძლებლობაა პარლამენტისთვის, საქართველოსთვის, რომ პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური.  

წინა არჩევის პროცესი ძალიან კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ.

კერძოდ, საქართველომ მიიღო მაღალი შეფასება, რადგან პროცესი იყო ინკლუზიური, ის მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოიცავდა ბევრ ხმას.

საქართველოს თუ სურს ამ მაღალი ადგილის შენარჩუნება, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ მისდიოს პრინციპებს, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით არის გაწერილი, რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ მიიღო ხუთი წლის წინ.

ასე შეინარჩუნებს საქართველო იმ ძალიან მაღალ შეფასებას, რაც ადრე მიიღო.

ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული არიან არასამთავრობოები და ამაში არ არის მისტიკა, ეს ყველაფერი გაწერილია პარიზის პრინციპებში, ევროპის საბჭოს რეკომენდაციებში.

ბევრი გზამკვლევია, რომელსაც შეუძლია, მისდიოს საქართველომ და აირჩიოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კონსენსუსით აირჩევა.

დაიმახსოვრეთ, რომ სახალხო დამცველის მთავარი საქმიანობა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და სწორედ ამიტომ, ის არ უნდა იყოს მიკერძოებული, უნდა იყოს კვალიფიციური, რომელიც მისაღებია ყველა და და არა ერთი მხარისთვის", – განაცხადა კელი დეგნანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ერთადერთი სახლი იწვის, ლოგინად მწოლიარე დედა გამოიყვანეს... ცოცხალია... გუშინ ჰქონდა დაბადების დღე 72 წლის გახდა"

* რამდენი ეღირება ხვალ დოლარი და ევრო - ვალუტის ახალი კურსი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792329712

სპორტი

ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) ატაცში 112 კილოგრამი დაძლია, ევროპის ჩემპიონ...

 მარიამ მურღვლიანი

1792329556

სპორტი

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია. ალჟირში გამართული პრესტიჟული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი კრისტიან რაბი 15-12 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბაზაძემ ფრანგ, რ...

სანდრო ბაზაძე

1792327462

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას

​​დავით მათიკაშვილი ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის დუმილზე საუბრობს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციას თბილ...

დავით მათიკაშვილი

1792325947

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის დევნილი ვეტერანები 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინა...

გიორგი ჯინჭარაძ

1792324150

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რომ დადგნენ ახლა ანტისამთავრობო აქციაზე, ევრობიუროკრატია „დემოკრატიის მხარდაჭერად“ შეაფასებს?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის რიტორიკულ კითხვას სვამს - საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო...

ცოტნე ანანიძე