დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან თანამშრომლობის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადაეცა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) თანამშრომლობის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადაეცა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი მანქანებით აღიჭურვა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, რომელიც საქართველოში ყველაზე უნალექო ადგილია და, შესაბამისად, ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნავენ, სპეციალიზებული სახანძრო ავტომობილები რეინჯერებს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი სამსახურების ჩართვამდე, მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება ხანძრის დროული ლიკვიდაციისთვის.

„ტყის ხანძრებთან ბრძოლა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. რეინჯერები გადიან სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით გადამზადებას და აღჭურვილი არიან სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. ამასთან ერთად, დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს თანამედროვე მონიტორინგისა და ხანძრის ადრეული აღმოჩენის სისტემების დანერგვა.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი ერთობლივი ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის, კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან სააგენტომ სახანძრო მანქანები მიიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვისაც. სააგენტოსთვის განხორციელდა საფრენი აპარატი დრონის შესყიდვა, რომლის გამოყენება ეფექტიანად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1748714976

საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დ...

აშშ და საქართველო

1748710793

ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილი: გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება - დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი ჩვენს მაგარ ქართველ კაცს გააძლიერებს

გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ მიუნხენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „დარწმუნებული ვ...

გენო პეტრიაშვილი

1748708135

საზოგადოება

პირველ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივ...

თბილისის მერია

1748704744

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბ...

სპორტის მინისტრი

1748702647

ახალი ამბები

მაია ნიკოლეიშვილი: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ

ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპ...

აააა