დავით ჩიხელიძე: ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს ოჯახური კავშირი - ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს

„ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს არც პიროვნული, არც ოჯახური კავშირი(ანუკი პირველი ქორწინებიდან ჰყავს). ამდენად, მისი პასუხისმგებლობა ანუკის ქმედებებზე აბსურდულია და უბრალოდ, პოლიტიკური მანიპულაციის ნაწილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აგორებულ კამპანიას „ქართული ოცნების” მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილ ოთარ ჩრდილელთან დაკავშირებით.
ჩიხელიძის განცხადებით, „ოთარ ჩრდილელი ამ პროცესში სრულიად უბრალოა, ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ხშირად, არ იცავს მინიმალურ ეთიკურ საზღვრებს, პირიქით, ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს”.
„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ანუკი ჩრდილელი, რასაც ოპოზიციურმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ცდილობენ, საზოგადოებას დაუმტკიცონ, თითქოს, ეს ფაქტი კავშირშია უშუალოდ, ოთარ ჩრდილელის პიროვნებასთან და მის პოლიტიკურ პოზიციასთან. რეალობა სრულიად განსხვავებულია: ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს არც პიროვნული, არც ოჯახური კავშირი(ანუკი პირველი ქორწინებიდან ჰყავს).
ამდენად, მისი პასუხისმგებლობა ანუკის ქმედებებზე აბსურდულია და უბრალოდ, პოლიტიკური მანიპულაციის ნაწილი. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ ანუკის მენტალური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. სწორედ, ამ გარემოებით ისარგებლა ოპოზიციამ: ანუკი დააჯერეს, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს არ არის დემოკრატიული პროცესის და პოლიტიკის ნაწილი – ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება, რაც ამორალური ფაქტია. აუცილებელია მკაფიოდ ითქვას: ოთარ ჩრდილელი ამ პროცესში სრულიად უბრალოა, ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ხშირად, არ იცავს მინიმალურ ეთიკურ საზღვრებს, პირიქით, ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს. ეს კი საბოლოოდ, აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთლიან დემოკრატიულ პროცესს“, - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.
1756928045
საზოგადოებასოზარ სუბარი ბექა ოდიშარიას სიტყვიერ შეურაცხყოფაზე: ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო
ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტი...
1756925936
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძეს მინდა ვუსურვო წარმატებები, მისი პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილება, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას ქვეყანაში
საპარლამენტო უმრავლესობის ახალმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდ...
1756923576
სპორტიგიორგი შერმადინი: ვიმედოვნებ, 27 ნოემბერს ჩვენი ახალი სპორტის სასახლე გადაივსება და ამ თამაშით დავემშვიდობები პირადად მე ჩვენს ქართველ გულშემატკივარს. უკვე ნაკრებს დავემშვიდობები 30 ნოემბერს
ვიმედოვნებ, 27 ნოემბერს ჩვენი ახალი სპორტის სასახლე გადაივსება და ამ თამაშით დავემშვიდობები პირადად მე ჩვენს ქართველ გულშემატკივარს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი...
1756920221
საზოგადოებალევან მახაშვილი: სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საგამოძიებო უწყებებში მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე სიარული უწევთ იქიდან გამომდინარე, თუ რა საქმიანობას აწარმოებდნენ
სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საგამოძიებო უწყებებში მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე სიარული უწევთ იქიდან გამომდინარე, თუ რა საქმიანობას აწარმოებდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან...
1756919567
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ რეკორდი
ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს,- ამის შესახებ პრე...