ირაკლი კირცხალია ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე: გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ

„პასუხისმგებლიანმა გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - გავწმინდოთ პოლიტიკური სივრცე იმ აგენტურისგან, რომელთაც ძალიან კარგად დაარქვა საზოგადოებამ თავისი სახელი და ვერცერთ ნომერს და ფერს ისინი ვერ ამოეფარებიან“, - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საინტერესოა, რა არგუმენტით შეძლებენ მათი ოპონენტები სასამართლო სხდომაზე თავის დაცვას.

„დაიწყება განხილვები. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რას ამბობს ეს აგენტურა და მათი სექტის მიმდევრები. ჩვენთვის მთავარია, რა განწყობაა ჩვენ ქვეყანაში, რა სჭირდება ქვეყანას კიდევ უფრო მკაფიო და წარმატებული წინსვლისთვის.

ძალიან საინტერესოა, როგორ დაიცავს თავს ეს აგენტურა დარბაზში. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს სხდომა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რა არგუმენტებს მოიყვანენ თავის დასაცავად. ძალიან რთულია, აგენტმა რომ თავი დაიცვას იმ სარჩელის წინააღმდეგ, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კონსტიტუციური სარჩელის განხილვამდე სამი დღე რჩება. 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე 21 ოქტომბრიდან - 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792308929

ახალი ამბები

„ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს, ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა“ - იმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამ...

დაკავება

1792307651

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სახელმწიფო გაამკაცრებს კონტროლს, რათა კომპანიებმა იმაზე მეტი ვალდებულება არ აიღონ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ცვლილებებზე მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უფრო ეფექტიანი გახდეს და შემცირდეს გაჭიანურე...

რევაზ სოხაძე

1792305834

საზოგადოება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტა...

დევნილთა ფულადი კომპენსაცი

1792304098

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ქუთაისში წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტები უახლოეს პერიოდში დაიწყება

ქუთაისში წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არსებული პრობლემების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას გ...

რევაზ სოხაძე

1792303334

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ოქტომბერს საქართველოში

18 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან. დღისით +29 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი...

ამინდი