დავით მათიკაშვილი: „დიფ სთეითში“ სუვერენიტეტი არ უყვართ - არ სჭირდებათ ისეთი ერები, რომლებიც საკუთარ ღირსებას დამოუკიდებლად იცავენ, მათი სურვილია, ერთფეროვანი მასის შექმნა. როგორც ჩანს, მაია სანდუ ამ მიმართულების დიდი მხარდამჭერი აღმოჩნდა

წარმოუდგენლად მიგვაჩნია დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ ჩვენ არ გვინდა სუვერენიტეტი და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივცემდით ხმას და მხარს დავუჭერდით, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას. ასეთი აბსურდის თეატრამდე მიიყვანა მოლდოვა იმ პოლიტიკამ, ფსევდოლიბერალიზმმა, „დიფ სთეითის“ კარნახმა, რაც დღეს არის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელმძღვანელობიდან ერთმა განაცხადა, რომ სიამოვნებით დათმობდა დამოუკიდებლობას.

„როგორც ჩანს, „დიფ სთეითში“ სუვერენიტეტი არ უყვართ, არ სჭირდებათ ისეთი ერები, სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ თავს, ღირსებას დამოუკიდებლად იცავენ და მათთვის არის დიდი სურვილი ერთფეროვანი მასსის შექმნა, რისკენაც მიისწრაფვიან. როგორც ჩანს, მაია სანდუ ამ მიმართულების დიდი მხარდამჭერი აღმოჩნდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვას დღევანდელმა ხელისუფლებამ სხვა ქვეყანასთან შეერთებით გადაწყვიტა მოლდოვაში ეკონომიკის სტაგნაციის, ხალხის ცხოვრების დაბალი დონის, კორუფციისა და სხვა პრობლემების ერთი ხელის მოსმით მოგვარება.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვალდებულია მოქალაქეების უმრავლესობის ხმას მიჰყვეს და ევროინტეგრაციაზე იმუშაოს.

რამდენიმე დღის წინ კი მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770710749

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით, -...

ირაკლი კობახიძე

1770710264

ახალი ამბები

პრემიერი სურსათის ფასებზე: ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე,...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1770709071

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე და ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან

ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ...

ლევან მაჭავარიანი

1770708471

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით

ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...

ირაკლი კობახიძე

1770708187

ახალი ამბები

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...

სტატისტიკა