დავით მათიკაშვილი: საქართველოში მომიტინგეთა მხრიდან ძალადობრივ აქციას ნათლავენ, როგორც მშვიდობიანს, ხოლო საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში, პოლიციის მხრიდან გამოვლენილ ძალადობის მიმართ გააჩნიათ აბსოლუტური სრული დუმილი
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საფრანგეთში აქციებზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ევრობიუროკრატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
„აღნიშნულს თავისი ახსნა გააჩნია. მათ აქვთ ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტი - ის, რაც დასაშვებია საფრანგეთისთვის, საფრანგეთის პოლიციისთვის, დაუშვებელია საქართველოში და პირიქით, საქართველოში მომიტინგეთა მხრიდან ძალადობრივ აქციას ნათლავენ, როგორც მშვიდობიანს, ხოლო საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში, პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მიმართ გააჩნიათ აბსოლუტურად სრული დუმილი.
არის თუ არა ეს აშკარა და ხაზგასმითი თავდასხმა საქართველოზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე?! მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლისა და გამართლება, წახალისება ძალადობის, რაც ყველაზე უფრო მძიმე აღსაქმელი და მოსასმენია ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები პოლიციელებთან შეტაკებებით სრულდება. ვრცელდება კადრები, სადაც პოლიციელები აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ. ორ შემთხვევაში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ადამიანმა თვალი დაკარგა ან დაუზიანდა. კიდევ ერთი შემთხვევა ლანსში მოხდა, სადაც 15 წლის მოზარდს ხელი მტევანი მოსწყდა.
1791620541
სპორტიგურამ თუშიშვილმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა გურამ თუშიშვილმა (+100). ქართველმა მძიმეწონოსანმა მო...
1791618073
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. აღნ...
1791616992
საზოგადოებაპროკურატურა: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა - დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
„საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა“, - აღ...
1791616078
საზოგადოებასამეგრელოს პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა...
1791615229
საზოგადოებამაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ - ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ
„როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება“, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ო...


























