სოსო გიორგაძემ ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაციას უმასპინძლა
საქპატენტის მოწვევით საქართველოში იმყოფება ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) დელეგაცია, რომელიც ქუთაისში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის გახსნას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა CNIPA-ს კომისრის მოადგილე რუი ვენბიაოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძეს შორის.
სოსო გიორგაძემ და რუი ვანბიაომ შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ინფორმაციის გაცვლა არსებული სასწავლო რესურსების გაზიარებისა და ახალი მასალების ერთობლივად შექმნის საფუძველზე. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ინტელექტუალური საკუთრების დარგობრივი ექსპერტების ცოდნისა თუ გამოცდილების გაცვლისა და გაზიარების თაობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ქუთაისში საქპატენტის სასწავლო ცენტრის ახალი სივრცის გახსნა ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველია, რამეთუ თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი გარემო ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.
ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
1791616078
საზოგადოებასამეგრელოს პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა...
1791615229
საზოგადოებამაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ - ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ
„როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება“, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ო...
1791613709
მსოფლიოპანამაში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
პანამაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ბიძგებმა შენობები დააზიანა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, თუმცა ქვ...
1791611956
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ოქტომბერს საქართველოში
10 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი...
1791577872
ახალი ამბებიმძიმე ავარიას ქუთაისში ქვეითი ემსხვერპლა - მომხდარის დეტალები
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტ...


























