ქართული კომპანიის კუთვნილი გემის, „დიოსკურია“-ს ეკიპაჟმა შავ ზღვაში განვითარებული ინციდენტის დროს 18 მეზღვაური გადაარჩინა

ქართული კომპანიის „საზღვაო ხაზი E60“ კუთვნილი გემის, „დიოსკურია“-ს ეკიპაჟმა შავ ზღვაში განვითარებული ინციდენტის დროს 18 მეზღვაური გადაარჩინა. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 70 საზღვაო მილის დაშორებით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი სავაჭრო გემი დაზიანდა - ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ჩაიძირა, ხოლო მეორე - სერიოზულად დაზიანდა და ბორტზე ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა გემი „დიოსკურია“, რომელიც ქართული კომპანიის მფლობელობაშია. „დიოსკურია“-ს ეკიპაჟმა დაზიანებული გემის ბორტიდან 18 მეზღვაური, მათ შორის დაშავებული პირები, საკუთარ გემზე უსაფრთხოდ გადაიყვანა, დაშავებულებს ბორტზე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მოგვიანებით გადარჩენილი მეზღვაურების სანაპიროზე გადაყვანა ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციამ კატერით უზრუნველყო, ხოლო დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ქართულმა კომპანიამ „საზღვაო ხაზი E60“-მა გემი „დიოსკურია“ 2024 წელს შეიძინა და განაახლა, ის დღესდღეობით საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო სატვირთო-სამგზავრო გადაზიდვებს აწარმოებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791616992

საზოგადოება

პროკურატურა: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა - დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია

„საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა“, - აღ...

პროკურატურა

1791616078

საზოგადოება

სამეგრელოს პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა...

დაკავებადაკავება

1791615229

საზოგადოება

მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ - ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

„როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება“, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიანი

1791613709

მსოფლიო

პანამაში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პანამაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ბიძგებმა შენობები დააზიანა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, თუმცა ქვ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1791611956

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ოქტომბერს საქართველოში

10 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი...

ამინდი      ამინდი