მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ - ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

„როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება“, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანი აქვეყნებს საფრანგეთში მიმდინარე აქციებისას სამართალდამცველების მხრიდან მომიტინგეებზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებს და წერს, რომ როდესაც მმართველი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტსა და სიცრუეში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება.

მისი განცხადებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები და 2025 წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფოზე მიტანილი იერიშის მოგერიება, ევრობიუროკრატებმა სისტემურ ძალადობად შეაფასეს, ხოლო აქციებს მშვიდობიანი უწოდეს, ამ ფონზე კი, საფრანგეთში სამართალდამცველების მიერ გამოვლენილ ძალადობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ ხორციელდება, ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ.

„როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ძალადობრივი დემონსტრაციების დროს, რომლებიც მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის ცალკეული წევრების მხრიდან ძალის გადამეტების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვიხილეთ.

მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელებზე ათასამდე დატრენინგებული ადამიანი ძალადობდა, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გადაამეტა უფლებამოსილებას. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ამ შემთხვევებზე რეაგირება და დამნაშავენი კანონის შესაბამისად დაისაჯნენ. როდესაც ბრიუსელის მხრიდან ოფიციალურად წახალისებული რევოლუციის სცენარი 4 ოქტომბერს ვითარდებოდა, ვიხილეთ ასობით მოძალადე დემონსტრანტის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე.

ამ შემთხვევაში, ჩვენმა სამართალდამცველებმა იუველირული სიზუსტით ჩატარებული ღონისძიებით ისე აღკვეთეს სახელმწიფოზე მიტანილი ეს იერიში, რომ თმის ღერიც კი არავის ჩამოვარდნია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევრობიუროკრატები ძალადობას, პოლიციისა და პარლამენტის დაწვასა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას მშვიდობიან აქციად ასაღებდნენ, ხოლო შტურმის მოგერიებისთვის, სისტემური ძალადობის დარქმევას ცდილობენ. დაახლოებით ორი კვირაა, რაც საფრანგეთში სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. საინფორმაციო სივრცე გადაჭედილია ვიდეოებით, რომლებშიც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ.

ხშირ შემთხვევაში ეს ძალადობა ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ ხორციელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. მცირედი განცხადებაც კი არ დაუწერიათ იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც ძალოვანი უწყებების მხრიდან სახელმწიფოზე მიტანილი იერიშის მოგერიება სისტემურ ძალადობად შეგვიფასეს.

ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნა გამოუცხადეს ჩვენს ხელისუფლებას საქართველოში ძალადობრივი რევოლუციების აღკვეთის გამო. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ევრობიუროკრატები ამ „დანაშაულებრივი“ დუმილის პარალელურად, კრიმინალ სააკაშვილს მორიგ, უკვე მე-9 რეზოლუციაშიც პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებენ. როგორც აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნავს - „ბრიუსელი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს“, - წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791577690

მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებაზე დროებითი ლიცენზია გასცა

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი დაუყოვნებლივ გასცემს დროებით ზოგად ლიცენზიას, რომელიც გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდების საშუალებას იძლევა“, - ამის შესახებ აშშ-ი...

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო

1791577329

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკება დავასრულე - რუსეთი ამერიკულ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

„ახლახან დავასრულე მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან. რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის“, -  ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქ...

ტრამპი პუტინ

1791573743

ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა - „რადიშ თორდია - 90“ გაიხსნა. რადიშ თორდია XX საუკ...

რადიშ თორდია

1791570692

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დ...

ლევან მაჭავარიანი

1791569517

ახალი ამბები

ილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“

მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...

ილია სულამანიძე