დავით ზურაბიშვილი: ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს ბოიკოტის მომხრეთა რადიკალური პოზიცია იმაზე, რომ მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც არჩევნებში გინდათ მონაწილეობა - ამას იდიოტიზმს დავარქმევდი

„ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს მთელი ეს ამბავი, ძირითადად, ბოიკოტის მომხრეთა რადიკალური პოზიცია. პოზიციაც არ ჰქვია ამას, ინფანტილური პოზიცია იმაზე, რომ მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც არჩევნებში გინდათ მონაწილეობა“, - ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებული აზრთა სხვადასხვაობის შეფასებისას, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარ მიდგომას, არა ინფანტილიზმს, არამედ, იდიოტიზმს დაარქმევდა.

„არჩევნებში მონაწილეობით, თურმე, მოხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ვის თვალში მოხდება ლეგიტიმაცია, მართლა მაინტერესებს - თვითონ პროტესტის მონაწილეების თვალში, აშშ-ის, ევროპის და ე.ი. ესღა აკლია ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაციამდე, რომ ჩაატაროს არჩევნები, თან, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ჩაატარებს, გააყალბებს - არ გააყალბებს, დაიწერს - არ დაიწერს, მთავარია, ორმა-სამმა პარტიამ მონაწილეობა თუ მიიღო, დამთავრდა, მთელი ეს საპროტესტო მოძრაობა ჩაიყარა წყალში - ამას მე იდიოტიზმს დავარქმევდი, ინფანტილიზმსაც არა“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განმარტებით, ესმის გამწარებული აქტივისტების, თუმცა, აქტივიზმი და პროტესტი არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და არა მთლიანად პოლიტიკური პროცესი.

„მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან გამწარებულები არიან და ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან, მაგრამ, ერთია აქტივიზმი, პროტესტი, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მხოლოდ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ხელისუფლება, მხოლოდ იმით, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში, დავდგეთ მაგრად, არ წავიდეთ არსად, არაფერში გავეკაროთ ხელისუფლებას და ხელისუფლება დაინგრევა შიგნიდან - ბუნებრივია, ასე არ მოხდება.

ასე არსად არასდროს მომხდარა და ვერც მოხდება ვერასდროს. ეს არის ნაწილი, უნდა იყოს, მაგრამ, ამის გარდა, კიდევ უნდა იყოს რაღაც. რაც შეეხება არჩევნებს, აქ არის ორი ვარიანტი. ბოიკოტის ვარიანტი, რა თქმა უნდა, შეიძლება განიხილოს ოპოზიციამ და პოლიტიკურმა სპექტრმაც, მაგრამ აქ არის ორი ვარიანტი - ერთია, აქტიური ბოიკოტი, როდესაც შეგიძლია ჩაშალო ეს არჩევნები, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ეს ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია. არჩევნების ჩაშლა არ შეგიძლია, ავიღოთ მაშინ მეორე ვარიანტი: რა ხდება, თუ მთავარი ოპოზიციური ძალები გამოაცხადებენ ბოიკოტს. რა მოხდება, ძალიან მარტივია, წინასწარმეტყველებას არ ვიტყვი - მოხდება ის, რომ ჩვეულებრივად ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება, რამდენიმე წვრილი პარტია მაინც მიიღებს მონაწილეობას, არანაირი დარღვევა არსად არაფრის იქნება, მშვიდად, წყნარ ვითარებაში ჩაატარებს“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749119898

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ გავიდნენ მოგებაზე, შეძლონ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა

ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებში და საქართველოს რკინიგზაში და ოპტიმიზაციის შედეგად უკვე 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, - ამის შეს...

ლევან ჟორჟოლიანი

1749118175

ახალი ამბები

კახა კალაძე: მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ

დედაქალაქის მერის განცხადებით, ის მერობას გეგმავს და აპირებს „რადიკალურ დაჯგუფებებს ქართველ ხალხთან ერთად მიუჩინოს შესაბამისი ადგილი“. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად...

კახა კალაძე

1749118032

ახალი ამბები

„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“ - საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

 ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებ...

ცესკი

1749114329

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტიის იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, უფლებამოსილება შეუწყდებათ

„გახარიას პარტიის იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან მოყოლებული შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში თითი-თითზე არ დაუკარებიათ, პარლამენტში ვერ გავაჩერებთ და მათ უფ...

შალვა პაპუაშვილ

1749113411

ახალი ამბები

კახა კალაძე ოპოზიციაზე: მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას - რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ

„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას - რასაც უბრძანებენ გარედა...

კახა კალაძე