დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ესაიას პიროვნება დიდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა, დღევანდელ სინოდს არ შეუძლია დებულებაში ცვლილებების შეტანა, ეს ეპისკოპოსების უმრავლესობის მხრიდან შეფასდა როგორც ძალიან სახიფათოდ
დღევანდელ სინოდს [დებულებაში] არ შეუძლია ცვლილებების შეტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ვნახეთ მეუფე ესაიას წერილი, ამ საკითხზე თუ იყო მსჯელობა და რა არგუმენტი არსებობს?
მისი თქმით, 38 ეპისკოპოსიდან 35-მა ეპისკოპოსმა დაუჭირა მხარი იმას, რომ დებულებაში ცვლილებები არ შესულიყო.
„უპირველესყოვლისა, მე მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მეუფე ესაიას მიმართ. მან მართლაც საგმირო ღვაწლი გასწია იმ ურთულეს პერიოდში და თავად მისი პიროვნებაც დიდ პატივისცემას იმსახურებს. მართალია, რომ მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეუცვლელი რამ გააკეთა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა - დღევანდელ სინოდს [დებულებაში] არ შეუძლია ცვლილებების შეტანა. მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომც ცალკეული მუხლების შესახებ სინოდს შეუძლია იმსჯელოს, თუმცა, როდესაც პატრიარქი არ არის გამორჩეული, უპირველესი მიზანი სინოდის სხდომების არის პატრიარქის გამორჩევა. როდესაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული სტრუქტურა, ხელის ხლება დებულებაზე და რაღაც ცვლილებების შეტანა, ეპისკოპოსების უმრავლესობის მხრიდან შეფასდა როგორც ძალიან სახიფათოდ, რადგან ერთი საკითხის ინტერპრეტირება მეორე საკითხის ინტერპრეტირებას იწვევს და ამას შეიძლებოდა გამოეწვია საერთოდ ამ დებულების ცვლილება, რაც იქნებოდა მომავლისთვის სალაპარაკო, რომ დებულება შეცვალა სინოდმა იმ დროს, როდესაც მას ამისი უფლება არ ჰქონდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე მეორე სინოდი ეწყობა, სადაც ამ საკითხებზე პოლემიკა მიმდინარეობა. დიდი დრო დაიხარჯა, დიდი ენერგია, ემოციებიც და 38 ეპისკოპოსიდან 35-მა ეპისკოპოსმა დაუჭირა მხარი იმას, რომ დებულებაში ინტერპრეტაციები და ცვლილებები არ შესულიყო“, - განაცხადა დეკანოზმა.
1777491990
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ. ეს არის მათი იდეა, დავალება და ამოცანა
მათ არჩეული აქვთ დესტრუქციული კურსი და მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ...
1777490262
მსოფლიოტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ძალიან კარგი საუბარი გვქონდა - ვფიქრობ, გამოსავალს საკმაოდ სწრაფად ვიპოვით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გააჟღერა. მისი განმარტებით, დიალოგი უკრაინისა და ირანის საკითხებს შეეხო და საუბარს „ძალიან კარგი“ უწო...
1777489124
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ, ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს
წინა წლებს რომ გადავხედოთ, ეს აქტორები ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ და მათთან აფილირებული, მათი პარტნიორი მდიდარი ენჯეო ორგანიზაციებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩა...
1777486139
მსოფლიოკრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა. „შედგა რ...
1777484339
საზოგადოებასამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შეს...


























