ირაკლი კირცხალია: ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში მამუკა მდინარაძის უფრო აქტიურად ჩართვა. მათი ქილიკის მცდელობები, მათივე წუხილზე მეტყველებს
ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა შეიქმნა და ღიმილის მომგვრელია ის აჟიოტაჟი, რაც ამას მოჰყვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მათ წუხილზე მეტყველებს, რადგან იციან რას ნიშნავს მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვა.
„მათი ქილიკის თითოეული მცდელობა მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, მეტყველებს მათ წუხილზე. ვიცით, ბატონი მდინარაძის პოლიტიკური წარსული, აწმყო, მისი შესაძლებლობები. სადაც ის იყო, ვიცით რა შედეგებს მიაღწია. ვნახეთ სად არის დღეს უსაფრთხოების სამსახური, ამ 8-თვეში ეფექტურად შეძლო თვისებრივად ახალ დონეზე აეყვანა ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ვიცით ვინ არის და რა შეუძლია ბატონ გეკა გელაძეს, რა შეძლო მან შსს-ში. დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველა იმ წამოწყებულ საქმეს თუ რეფორმას, რაც მამუკა მდინარაძემ დატოვა. ასევე ძალიან კარგად იცნობს საზოგადოება ბატონ სულხან თამაზაშვილს და ვიცით, რა შეუძლია მას და რა გაუკეთებია შსს-ში. ამ ყველაფერთან ერთად, როდესაც სახელმწიფო მინისტრი ბატონი მდინარაძე დე ფაქტოდ, იმ თანამდებობიდან სადაც იყო, ასრულებდა იგივე კოორდინაციის როლს, ხვალიდან დე იურედ შეასრულებს კოორდინაციის როლს, წარმოიდგინეთ რა დონეზე გაიზრდება ჩვენი სამართალდამცავი უწყებების ეფექტურობის დონე. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკურ საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვა. ასე რომ ამ ყველაფერს მოჰყვა ეს აჟიოტაჟი“, - განაცხადა კირცხალიამ.
1777491990
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ. ეს არის მათი იდეა, დავალება და ამოცანა
მათ არჩეული აქვთ დესტრუქციული კურსი და მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ...
1777490262
მსოფლიოტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ძალიან კარგი საუბარი გვქონდა - ვფიქრობ, გამოსავალს საკმაოდ სწრაფად ვიპოვით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გააჟღერა. მისი განმარტებით, დიალოგი უკრაინისა და ირანის საკითხებს შეეხო და საუბარს „ძალიან კარგი“ უწო...
1777489124
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ, ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს
წინა წლებს რომ გადავხედოთ, ეს აქტორები ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ და მათთან აფილირებული, მათი პარტნიორი მდიდარი ენჯეო ორგანიზაციებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩა...
1777486139
მსოფლიოკრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა. „შედგა რ...
1777484339
საზოგადოებასამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შეს...


























