პატრიარქი შიო მესამე: ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, - განაცხადა სამების ტაძარში ახლად არჩეულმა სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ.

მან მადლობა შესწირა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის. ასევე მადლობა გადაუხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, ღირსს მამა შიო მღვიმელს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მამებს, წმინდა ალექსი შუშანიას და სხვა წმინდანებს შემწეობისთვის.

„მადლობა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის, კრების ყველა დელეგატსა და სტუმარს.

განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას გამოვლენილი ნდობისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ერის სამსახურში გატარებული წლებისთვის.

დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია უფლის განგებულების და განზრახვის გამოცნობა“, - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778503583

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა 18:00 საათზე დაიწყება. სხ...

ოცნება ქართული

1778503114

ახალი ამბები

პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია (ახალარჩეული პატრიარქის ან პაპის ტახტზე სადღესასწაულო აყვანის რიტუალი) 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრია...

პატრიარქი პატრიარქი

1778502206

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას

„დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარ...

კობახიძე და შიო

1778502016

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთი...

შიო მესამე

1778501896

საზოგადოება

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ. როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, სწამთ რომ მისი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად ი...

ბიძინა და ეკატერინა