დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.
კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. თანხა არ გაიცემა ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ, ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებზე.
განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.
არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა. თუ ოჯახის რომელიმე წევრი ადგილზე ვერ გამოცხადდება, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, დევნილთა სააგენტო შესულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს და განაცხადებში წარმოდგენილ ინფორმაციას გადაამოწმებს. მონიტორინგის მიზანია, დადასტურდეს, რომ ოჯახი აკმაყოფილებს კომპენსაციის მიღებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, ხოლო განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი დამატებით გამოცხადდება.
კომპენსაციის პროგრამასთან ერთად, გაგრძელდება დევნილთა განსახლების არსებული პროგრამები, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა.
1792265179
ახალი ამბებიკვარაცხელიამ ძირითადში ითამაშა, მიქაუტაძე „ვილიარეალში“ შეცვლაზე გამოჩნდა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში „სტრასბურს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველი თავდამსხმელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. „ჯვარ...
1792264185
მსოფლიორობერტ ფიცო: უკრაინამ ევროკავშირს დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან
უკრაინამ ევროკავშირს 2027 წლისთვის დამატებითი დახმარების სახით 70 მილიარდი ევროს გამოყოფა სთხოვა, თუმცა სლოვაკეთი და უნგრეთი ამ ინიციატივას არ შეუერთდებიან, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა...
1792262464
მსოფლიომანქანები დაწვეს, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს - ბრიუსელში საპროტესტო აქციებზე არეულობა დაიწყო
ახალგაზრდების საპროტესტო აქციები დღესმეზობელ ბელგიაშიც გაიმართა. დედაქალაქ ბრიუსელის ქუჩებში რამდენიმე ასეული, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი გამოვიდა. როგორც მედია წერს, მომიტინგეებმა დააზიანეს ქონებ...
1792260769
მსოფლიო„ჰუსიტებმა“ 159 პროსამთავრობო მებრძოლი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ მთავრობის მომხრე 159 მებრძოლის გაათავისუფლეს. პატიმრები ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც გასულ თვეში, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შედეგად ტერიტორიების მნიშვნელოვა...
1792258977
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამ...




























