რევაზ სოხაძე: სახელმწიფო გაამკაცრებს კონტროლს, რათა კომპანიებმა იმაზე მეტი ვალდებულება არ აიღონ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ცვლილებებზე მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უფრო ეფექტიანი გახდეს და შემცირდეს გაჭიანურებული მშენებლობების რაოდენობა“, - ამის შესახებ მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემა წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ ცალკეული კომპანიები ერთდროულად იღებდნენ იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე რეალურად შესრულება შეეძლოთ, რაც მრავალი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი გახდა.
„კომპანიებმა უნდა აიღონ მხოლოდ ის პასუხისმგებლობა, რომლის შესრულების რესურსიც ნამდვილად აქვთ. სწორედ ამიტომ, მუნიციპალური განვითარების ფონდში უკვე დავნერგეთ დამატებითი მექანიზმი, რომელიც კომპანიების შესაძლებლობებსა და მათ მიერ აღებული ვალდებულებების მოცულობას ერთმანეთთან აკავშირებს“, –
განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, იცვლება მიდგომა კონტრაქტორებთან ურთიერთობაზეც. დასრულდება პრაქტიკა, როდესაც კომპანიებს ვადების მრავალჯერადი გადავადების შესაძლებლობა ჰქონდათ.
„თუ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება. კონტრაქტის შეწყვეტა აღარ იქნება უკიდურესი და იშვიათი შემთხვევა. ჩვენი მიზანია, პროექტები დროულად და ხარისხიანად დასრულდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს მექანიზმები, რომლებიც საშუალებას იძლევა, პრობლემურ ობიექტებზე სამუშაოები სხვა კონტრაქტორებმა გააგრძელონ, რათა პროექტების განხორციელება არ შეფერხდეს.
მინისტრმა სამშენებლო კომპანიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის პარტნიორობისთვის, თუმცა პასუხისმგებლობის აღება რეალურ შესაძლებლობებს უნდა ეფუძნებოდეს.
„ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ კონკრეტული პროექტის განხორციელების რესურსი არ არსებობს, შესაბამისი ვალდებულებაც არ უნდა აიღოს. ჩვენი მთავარი მიზანია ხარისხიანი და დროულად დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
1792267847
მსოფლიო„ასე ვერ მოვკვდები“ - Flydubai-ს კაპიტანი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში მომხდარ ინციდენტს იხსენებს
flydubai-ს რეისის კაპიტანი, რომლის მეორე პილოტიც თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობისას მას ცულით დაესხა თავს, იხსენებს, რომ ამ შემზარავი შემთხვევის დროს ერთი აზრი გამუდმებით უტრიალებდა თავში: „ასე ვერ...
1792265851
მსოფლიო„ისინი, ვინც დააზიანეს და თავს დაესხნენ პრეფექტურებსა და ბიზნესობიექტებს, გაძარცვეს მერიებიც კი, დაისჯებიან“ - ემანუელ მაკრონი საპროტესტო აქციებზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალადობას ადგილი არ აქვს. მისი თქმით, პირებს, რომლებმაც შენობები დააზიანეს და...
1792265179
ახალი ამბებიკვარაცხელიამ ძირითადში ითამაშა, მიქაუტაძე „ვილიარეალში“ შეცვლაზე გამოჩნდა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში „სტრასბურს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველი თავდამსხმელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. „ჯვარ...
1792264185
მსოფლიორობერტ ფიცო: უკრაინამ ევროკავშირს დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან
უკრაინამ ევროკავშირს 2027 წლისთვის დამატებითი დახმარების სახით 70 მილიარდი ევროს გამოყოფა სთხოვა, თუმცა სლოვაკეთი და უნგრეთი ამ ინიციატივას არ შეუერთდებიან, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა...
1792262464
მსოფლიომანქანები დაწვეს, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს - ბრიუსელში საპროტესტო აქციებზე არეულობა დაიწყო
ახალგაზრდების საპროტესტო აქციები დღესმეზობელ ბელგიაშიც გაიმართა. დედაქალაქ ბრიუსელის ქუჩებში რამდენიმე ასეული, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი გამოვიდა. როგორც მედია წერს, მომიტინგეებმა დააზიანეს ქონებ...




























