"დღეს 19 წლის უნდა გამხდარიყო...ვიცი, რომ არსად ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები" - სალომე ბარკერის ემოციური პოსტი
სალომე ბარკერი, ჟურნალისტი და აქტივისტი თავის უმცროს დაზე, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დაბადების დღეს ულოცავს.
"2003 წლის 29 იანვარს დაიბადა სოფი.მე ვიყავი 13 წლის, ჩემი ძმა 9-ის.
სახლში რომ მოიყვანეს, იყო ცოტა მოწითალო ფერის პატარა მჩხავანა არსება.
მეთქი უკაცრავააად?? :)))
მახსოვს გახვეული რომ იდო ხოლმე საწოლზე და რომ არ გადმოვარდნილიყო მაგას ვდარაჯობდი, ძალიან პაწუა უკვე თავისი ხელით ჭამდა ხოლმე ბოთლიდან რძეს.
ძალიან სწრაფად გაიზარდა და დაიწყო სირბილი, ტიტინი, სოფიტა იგივე ტოფიტა.
მაღაზიაში რომ ჩავიდა პირველად, მეხუთე სართულიდან სულ მთლად წერტილი მიაბიჯებდა ქუჩაში ამაყად.
გიჟდებოდა სტუმრად სიარულსა და აქეთ-იქით “წანწალზე”, ცეკვაზე, ყველანაირ ცხოველზე, არ უყვარდა კითხვა ოღონდ ჰარი პოტერის გაცნობამდე.
ცალკე რომ გადავედი საცხოვრებლად, არ არსებობდა მასთან ერთად გასატარებლად საკმარისი დრო.
სულ რომ ასი ათასი საათი ვყოფილიყავით ერთად, “ბოლოს” მაინც მოიბუსხებოდა ხოლმე დაშლის წინ. :))
ერთხელ პატარებს მშობლები მთაწმინდაზე გვასეირნებდნენ და მე და ჩემმა ძმამ შემთხვევით ხელი ამოვუგდეთ :)))))))) ერთი ორი და საამიიი – ჰაერში ვწევდით აქედან-იქიდან და ეგრე “ვაკატავებდით”, მაშინ ჯერ ძლივს დადიოდა და უცბად ბრახ, გულები დაგვისკდა და მშობლებთან გავიქეცით, თვითონ დიდად არ უტირია, უფრო გაკვირვებული იყო.
გიჟდებოდა დამოუკიდებლობაზე, უნდოდა მომღერლობა ან ადვოკატობა და სასამართლოში საქმეების მოგება :)))
ყველაზე ჩვეულებრივი ტიტინა ბავშვური ბავშვი, ყველაზე არაჩვეულებრივი დიიიდი გულით.
დღეს წესით 19 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ აბა სად არის? არ ვიცი.და ისიც არ ვიცი, რატომ არ არის, ამ დრომდე ამ საცოდავმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა ან არ მოახერხა ერთი სასამართლო პროცესი მიიყვანოს ადეკვატურ დასასრულამდე პირველ ინსტანციაში მაინც.
ამ არაფერში უკვე გავიდა 2 წელი და 9 თვე.
გილოცავ ბავშვიკ დაბადების დღეს, ვიცი რომ არსად არ ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები", – წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ექსკურსიაზე ლაგოდეხში წასული სოფი ნიკოლაიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
სხვა სიახლეები:
🔳 გლდანში სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა
🔳 ნახეთ, რა გელოდებათ 30 იანვრიდან 6 თებერვლის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
1791816026
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს
„საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, - გა...
1791813382
საზოგადოებაპროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალურ...
1791812698
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. რო...
1791812228
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...
1791811110
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...




























