"დღეს კიდევ ერთი პატარა ანგელოზის სიცოცხლე გამოვგლიჯეთ კიბოს ხელიდან" - ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთში მოღვაწე, "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"დღეს კიდევ ერთი პატარა ანგელოზის სიცოცხლე გამოვგლიჯეთ კიბოს ხელიდან.

რომ მკითხოთ ეს მერამდენეა, ნამდვილად ვერ გეტყვით, ან გეტყვით, რომ - ბევრზე ბევრი...

როდესაც ევროპარლამენტიდან მომდის კულუარული შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატების გარკვეული ნაწილი მსჯელობს, საქართველოსთან გამარტივებული ვიზების შეზღუდვაზე, პირველი რაც მეფიქრება, პატარა ონკო-პაციენტების ბედია.

ბევრს გახსოვთ ალბათ, თუ რა დაძაბული ურთიერთობა მქონდა იაშვილის კლინიკასთან.

ეს ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორი დიაგნოზით გამოწვეულ გართულებებს...

მე არასოდეს შევხებივარ ქართველი მედიკოსების პროფესიულ კომპეტენციას.

ამ კლინიკას ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის მედპერსონალი, მაგრამ არ აქვთ მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ტექნიკა და შესაბამისი ლაბორატორიები.

სამწუხაროდ მსგავსი ფუფუნებისთვის არ უზრუნია საქართველოს ხელისუფლებას...

ამჯერად საყვედურების ნაცვლად მადლობას ვუხდი უამრავ ექიმს, რომელიც უიმედო პაციენტების გადასარჩენად თავად მიკავშირდება და ეძებს გზას პრობლემის გადასაჭრელად.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა თქვენგანი ათვითცნობიერებს შესანიშნავად, რომ გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა, უამრავ ჩვენს თანამემამულეს მისცა უნიკალური შანსი სიცოცხლის გადასარჩენად და დღეს სწორედ ეს შანსი ბეწვზე ჰკიდია...

თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოთოკა საკუთარი ამბიციები და უარი არ თქვა პრორუსულ კურსზე, მათ კისერზე იქნება იმ ბავშვების ცოდვა, რომელთა სიცოცხლის გარანტიაც, აქ, ევროპაშია და არა გაფარჩაკებულ რუსულ ამბულატორიებში", - წერს სულაშვილი.

სხვა სიახლეები:

🔳 დემაგოგები არიან - დესტრუქციას სად ხედავენ? - „ნაციონალები“ „ქართულ ოცნებაზე“

🔳 სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა, რომელიც კორუფციის ბრალდებით იხდიდა სასჯელს

🔳 ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი თბილ პალატაშია, ამ ადამიანებს კი ამ სიცივეში აწვალებენ

🔳 ზურაბ გურული: საქართველოში ე.წ. "ქოლ-ცენტრების" მუშაობაში ათეულ ათასობით ახალგაზრდა, თან უცხო ენების საკმაოდ კარგად მცოდნენი, ჩაბმული არიან კრიმინალურ საქმიანობაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე