ზურაბ გურული: საქართველოში ე.წ. "ქოლ-ცენტრების" მუშაობაში ათეულ ათასობით ახალგაზრდა, თან უცხო ენების საკმაოდ კარგად მცოდნენი, ჩაბმული არიან კრიმინალურ საქმიანობაში
აშშ-ში მოღვაწე ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
"ბევრი ალბათ, ვერც აცნობიერებს საქართველოში ე.წ. "ქოლ-ცენტრების" არსებობის სრულ ტრაგედიას.
ათეულ ათასობით ახალგაზრდა, თან უცხო ენების საკმაოდ კარგად მცოდნენი, ჩაბმული არიან კრიმინალურ საქმიანობაში.
მათ მოქმედებას კი სრულიად აკონტროლებენ გაკრიმინალებული ძალოვნები.
ზუსტად არის გადმოტანილი პოსტსაბჭოთა რუსული მოდელი.
რა იქნება შემდეგი სკანდალი? არალეგალური "გემბლინგი", ინდუსტრიალიზებული პროსტიტუცია, ნარკობიზნესი?
და ეს ყველაფერი ფსევდო-ლეგალური საფარის ქვეშ.
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო პრაქტიკულად ევროპა-აზიის გზაგასაყარის "შავ ხვრელად" ყალიბდება.
აბსოლუტურად ყველა სისტემა, საერო, სასულიერო, სოციალური, პოლიტიკური, კრიმინალური სინდიკატების ყაიდაზე ფუნქციონირებენ.
ქართული საზოგადოებისათვის მიმართვას აზრი არა აქვს;
ერთადერთი ისევ ახალგაზრდებს თუ ვურჩევ.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გაუბედურებულ სამშობლოში პატიოსნად მუშაობაში მხოლოდ რამდენიმე ასეულ გაუფასურებულ ლარს გიხდიან, ნუ წაიწყმედთ სულს ათასამდე დოლარის ფასად.
თქვენი დოსიეები მუდმივად დარჩება კრიმინალების ხელში და არავინ იცის სად ამოგიტივტივდებათ.
პრაქტიკულად თქვენს სულს ჰყიდით და ჰყიდით ძალიან იაფად.
კომპიუტერს და ენას თუ ასე კარგად ფლობთ, სხვა მიმართულებით გამოიყენეთ თქვენი ნიჭი, ისწავლეთ;
წადით საზღვარგარეთ, პატიოსნად იმუშავეთ.
ვიცი ძნელია, გრძელი გზაა, მაგრამ ნუ დახარბდებით იოლ ფულს.
ნუ შეეჩვევით "ავის ქმნას".
მაგ მოჩვენებითი სიიოლით გაგხრწნიან ბოროტი ხვადაგები და მერე მოგისვრიან, სამუდამოდ უმომავლოდ დაგტოვებენ.
თქვენი ცოდვა მიეცა იმათ, ვინც საქართველო ევრაზიის "სამორინედ" და "ბორდელად" აქცია", - წერს გურული.
სხვა სიახლეები:
🔳 „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ადამიანი (ვიდეო)
🔳 გლდანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























