დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ-დასავლის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის პირადი პოლიტიკური და პიროვნული ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება.

სამხარაძე მიმართავს „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”

„მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ საპატიმროდან "ქართული ოცნების" და პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო - მე, როგორც პარტიის რეგიონალურ მდივანს, საჯარო პოზიცია აქამდე არ დამიფიქსირებია.

მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ - ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ-დასავლის“ დონეზე დაეშვა..

ცხადია, მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არც ერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს - ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.

დაბოლოს, „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცებს, ნამდვილებს მივმართავ - სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო ერისკაცის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ ჩვენი თითოეული დღე არის ხალხის დიდი გამარჯვების შენარჩუნების, ამ ძვირფასიმონაპოვრის გაფრთხილების პროცესი, ხოლო ამ რთულ გზაზე ნანახი არაერთი ღალატის საპირწონეა ის ერთიანობა, რასაც ჩვენ, "ქართული ოცნების" ნამდვილი ჯარისკაცები ვაჩვენებთ ერთმანეთს და ამ მტკიცე ერთობით ვამაგრებთ ჩვენს სამშობლოს“, - წერს სამხარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788290032

მსოფლიო

„თუ ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს, კიდევ უფრო მძიმედ დავარტყამთ“ - ტრამპი ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმებს ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს და აღნიშნა, რომ დარტყმები გაგრძელდება. როგორც ტრამპი Trut...

დონალდ ტრამპი

1788287222

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პოლიციამ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრო...

 თამაზ ელიზბარაშვილი

1788286087

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის სამხედრო ძალები ადასტურებენ, რომ ირანში სამიზნეებზე განახლებული დარტყმები განახორციელეს. „აშშ-ის ძალებმა დაიწყეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ობიექტებზე იერიში ირანში. დარტყმები...

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

1788281842

ახალი ამბები

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ცნობით, ცხედარი ჭალათის მყინვარის მიმდებარედ ნახეს....

ლენტი ლენტი

1788279677

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...

ნეპალში წყალდიდობა