დოროთე ყურაშვილი: ჯვრის გარეშეც დავიცავ ეკლესიას, ჯვრითაც დავიცავ - ვგულისხმობ ჩემს მღვდლობას და ეს რომ ამხსნან, მაინც დავიცავ და მათ არ გავანადგურებინებ საქართველოს ეკლესიას და არც იმ ხალხს, რომლებსაც სატანისტებს ეძახიან

ეკლესია ინგრევა. მწვალებლობა, ეს არის ეკლესიისთვის საშინელება. მეუფე სტეფანე ტრაქტორიდან გადმოსვეს, დასვეს ეპისკოპოსის სკამზე, კვერთხი მისცეს ხელში, იმ კვერთხზე გველები ახატია და იძახის, ეს ურჩხულებია და ჯვარს ებრძვისო, არადა, ეს არის სიმბოლო ქრისტესი, მოსემ რომ სპილენძის გველი აღამაღლა, იმის სიმბოლოა, - განაცხადა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“.

ყურაშვილის თქმით, მეუფე სტეფანეს ზოგიერთი მღვდელი აჰყვა და მას გველს ეძახიან, თუმცა, არქიმანდრიტი მიიჩნევს, რომ ეს მღვდლები უვიცები არიან და რაც უნდათ, შეუძლიათ ის უწოდონ.
ამასთან, დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ ეკლესიის დამცველი მარტო თავად ყოფილა, ვინაიდან, ეკლესიაში მწვალებლობის გავრცელების პარალელურად, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, „არხეინად არის“.

„[მეუფე სტეფანეს] კვერთხი დააკავებინეს, ეს უმნიშვნელოვანესი კვერთხია, წირვის და ეპისკოპოსი იძახის, ეს გველეშაპები ებრძვის ამ ჯვარს და ვერ ერევა ჯვარსო. ეს მწვალებლობა არ არის, ეს არის უვიცობა, მაგრამ იქ, ზიარებაზე რასაც ასწავლის, იმას შეუძლია ერის დაღუპვა, ქრისტიანობის მოსპობა შეუძლია. ამიტომ ვიძახი, ეს კაცი დაიბარეთ, გამოასწორებინეთ. მარტო ის ათქმევინეთ, რომ რაც დოროთემ თქვა, ის სწორია, თქვას ეგ, არ მინდა ბოდიშიც, რომ ხალხმა გაიგოს, იმიტომ, რომ ვიღაცები აჰყვნენ, მღვდლები და მე მეძახიან გველს. რაც გინდათ, ის მეძახონ, ის მღვდლები ჩემთვის უვიცები არიან, მაგრამ, იმას ხომ ხალხი ჰყავს და ვრცელდება მწვალებლობა. მეუფე შიო არხეინად არის და მამა მიქაელი მეუბნება, შენ შემოიტანე სინოდზე და შეიძლება განიხილონო - მე უნდა შევიტანო და მე ვყოფილვარ მარტო ეკლესიის დამცველი. კი ბატონო, მე თუ ვარ მარტო ეკლესიის დამცველი, მე ვეტყვი მეუფე შიოს, მამა ანდრიას და მამა მიქაელს, რომ მე ჯვრის გარეშეც დავიცავ ეკლესიას, ჯვრითაც დავიცავ - ვგულისხმობ ჩემს მღვდლობას და ეს რომ ამხსნან ზეგ, მე მაინც დავიცავ ეკლესიას და მათ არ გავანადგურებინებ საქართველოს ეკლესიას და არც იმ ხალხს, რომლებსაც სატანისტებს ეძახიან“, - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761666064

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...

პროკურატურა

1761659578

მსოფლიო

ლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...

უკრაინა

1761659501

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. პრემიერ-მინისტრს ბიზნესმენისგან 210 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღება ედება ბრალად. სას...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1761658092

ახალი ამბები

სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს

სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე...

დაკავება, პოლიცია

1761657413

საზოგადოება

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7212 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7212 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლა...

ლარი, ვალუტა, კურსი