მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-სომხეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა რეგიონის გაძლიერების აუცილებლობას და ამ მხრივ სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა დარგობრივ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, მნიშვნელოვანია სომხეთთან ყველა დონეზე ურთიერთობების გაძლიერება და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით თანამშრომლობა.

„დელეგაციის წევრებმა საქართველოს მიმართ მადლიერება გამოთქვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ვისაუბრეთ სამომავლოდ თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის შესაძლებლობებზე. ასევე, სომხეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეზე, ერევნის უნივერსიტეტში გახსნილი ქართველოლოგიის ცენტრის განვითარების მნიშვნელობაზე, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელების პერსპექტივებზე და საზღვრისპირა სოფლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, კომიტეტის წევრები - ვლადიმერ კახაძე, ლიკა შარტავა და ვლადიმერ ბოჟაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761671318

საზოგადოება

გიორგი გაბუნია კულტურის კომიტეტის წევრებთან ერთად სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

 პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გ...

გიორგი გაბუნია

1761667374

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება

 დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. „თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მ...

ანდრია ჯაღმაიძე

1761666064

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...

პროკურატურა

1761659578

მსოფლიო

ლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...

უკრაინა

1761659501

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. პრემიერ-მინისტრს ბიზნესმენისგან 210 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღება ედება ბრალად. სას...

ბენიამინ ნეთანიაჰუ