თენგიზ შარმანაშვილი ლევან ხაბეიშვილზე: ორი თვე საკანში რომ იჯდა, ეტყობა, რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა, ცოტა გვერდზე გაიწია, „არც ისეთი რევოლუციონერი ვარ, თქვენ რომ გგონიათო“, ეს არასერიოზული ქმედებაა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი პატიმრობაში მყოფი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს აფასებს.
შარმანაშვილის შეფასებით, ხაბეიშვილის ამგვარი განცხადებები არასერიოზულია და ის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა.
„სანამ რევოლუციონერობანას თამაშს დაუწყებდა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამას შედეგი მოჰყვებოდა, როცა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე დაიწყებდა ლაპარაკს, მოჰყვებოდა არა მისი პოპულარობა, არამედ შედეგი. ახლა ორი თვე საკანში რომ იჯდა, ეტყობა, რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა, ცოტა გვერდზე გაიწია, „არც ისეთი რევოლუციონერი ვარ, თქვენ რომ გგონიათო“. მაგრამ ეს არასერიოზული ქმედებაა, ის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა, რაზეც პასუხს აგებს“, - განუცხადა „იმედს“ თენგიზ შარმანაშვილმა.
1761669129
საზოგადოებამარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგა...
1761667374
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. „თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მ...
1761666064
ახალი ამბებიპროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...
1761659578
მსოფლიოლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...
1761659501
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. პრემიერ-მინისტრს ბიზნესმენისგან 210 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღება ედება ბრალად. სას...



























