დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ როდესაც, კოვიდის დროს, ხალხს ეკლესიაში მისვლისკენ მოუწოდებდა და ხალხი კვდებოდა, თვითონ, თუ მღვდელს კოვიდის ტესტი არ ჰქონდა, მასთან მსახურებაზე არ უშვებდა
არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ მეუფე შიოსთან დაკავშირებით ისაუბრა. ის მეუფე შიოს დაუპირისპირდა და ბრალი დასდო, რომ მას შემდეგ, რაც მეუფე შიო ეკლესიაშია, ძალიან დიდი პრობლემები მოხდა და სწორად ვერაფერი გადაწყვიტა.
არქიმანდრიტი ასევე, ამბობს, რომ მეუფე შიომ ის უნდა დაიცვას დეპუტატებისგან თუ სხვა ეპისკოპოსებისგან. მისივე თქმით, ის მხოლოდ საკუთარ თავს იცავს.
„მინდა მეუფე შიოს მივმართო. მეუფე შიოს ჩააბარა ეპარქია ხო პატრიარქმა. მას მარტო ჩემი დასჯა კი არა, ჩემი დაცვა ევალება სამხარაძისგან. პირველ რიგში, მე უნდა დავეცავი მეუფე შიოს სხვა ეპისკოპოსისგან, როცა ის მე მწვალებელს მეძახის, მაგრამ ამას არ აკეთებს. მეუფე სტეფანე მყავს ხედველობაში, ამას არ აკეთებს და იცავს მხოლოდ საკუთარ თავს და ეპარქიას არა და მე ვიტყვი, რომ რაც მეუფე შიო არის ეკლესიაში, ძალიან დიდი პრობლემები მოხდა, ვერაფერი ვერ გადაწყვიტა სწორად. გეტყვით ახლა რა მოხდა კოვიდის დროს, ხალხს ეძახდნენ, მოდით ეკლესიაშიო და ხალხი იხოცებოდა. ათასობით მესიჯი მომდიოდა, მამაო შენ გადაგვარჩინეო და მეუფე შიო რას აკეთებდა?- ხალხს ეუბნებოდა, მოდითო, თვითონ საკურთხეველში თუ კოვიდის ტესტი არ ჰქონდა მღვდელს მასთან მსახურებაზე არ უშვებდა. დიაკვნებს არ ჰქონდათ კოვიდის ტესტი გაკეთებული და რომ ვერ აჩვენეს, გვერდით ტაძარში გაუშვა, ჩვენი საძმოს წევრი წირავდა იქ და იქ ეზიარეთო უთხრა. ანუ ის არ იყო დასაცავი? საპატრიარქოში ვერ შეხვიდოდი მეუფე შიოსთან კოვიდის ტესტს თუ არ გაიკეთებდი. ეს იცავს ქვეყანას? მე რომ არ მიცავს, ხალხს იცავს? და მე რაზე მსჯის, იმიტომ, რომ იმ ხალხთან დავდექი, ვისაც არ იცავს? დღეს რეები ხდება- ხალხს ხოცავენ ქუჩაში. მეუფე შიო ერთ-ერთი კანდიდატი ხომ არის პატრიარქობის, მამა ხომ უნდა გახდეს, ახლაც ხო მამაა, მეუფეა ხომ?! ვისია ეს ხალხი, ვისი მამა უნდა გახდეს, დიტო სამხარაძის? ჰყავდეს ბატონო. დიტო სამხარაძე და ხაინდრავა თუ უნდა ეკლესიაში იყოს მარტო და ისინი თუ სატანისტები არიან, ვინც ქუჩაში დგანან კი ბატონო“ - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.
1761666064
ახალი ამბებიპროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...
1761659578
მსოფლიოლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...
1761659501
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. პრემიერ-მინისტრს ბიზნესმენისგან 210 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღება ედება ბრალად. სას...
1761658092
ახალი ამბებისამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს
სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე...
1761657413
საზოგადოებაერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7212 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7212 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლა...


























