ექიმი ვერაზე სროლის შედეგად დაღუპულ არასრულწლოვანზე: სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის

თბილისში, 22 ივლისს მომხდარი სროლის შედეგად, ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, სამი პირი კი დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი ოთხი ადამიანიდან ერთი გამვლელი ქალია. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში დაიღუპა.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალეიშვილი თქმით, ცეცხლნასროლი ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

„მოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მიერ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის. რით იყო მიყენებული ჭრილობა, სად და ა.შ. სამედიცინო ექსპერტის მერე იქნება დასკვნა“, - აცხადებს ექიმი.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს - დაცხრილულია მანქანა, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას დაზიანებები მიიღო ბრალდებულმა. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784752584

ახალი ამბები

თბილისში, ვერაზე სროლა იყო - გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი პირი, დანაშაულის ჩამდენი პირი კი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია

თბილისში, ვერაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინაა...

პოლიცია პოლიცია

1784751593

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: უნდა გაიაზრონ, რომ ცხოვრობენ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის

უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლეს...

ირაკლი კირცხალია

1784749525

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ვახო სანაიაზე: რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას? რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი

მთავარ სცენარში, ის პუნქტი სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვი...

ირაკლი კირცხალია

1784748217

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

ეს უბრალოდ მორიგი საინვესტიციო ინტერესი არ არის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია წერს, რითაც Changi Airport Group-ის მიერ თბილისის ახალი აეროპორტისადმი გამოჩენილ ინტერესს ეხმიან...

ანალიტიკოსი

1784747213

ახალი ამბები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი ვერ მიიღო, განხილვა 23 ივლისს გაგრძელდება

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ვერ მიაღწია კონსენსუსს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით და შეთანხმდა, რომ დისკუსია 23 ივ...

ევროკავშირის დროშები